იუჰო კუსტი პაასიკივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იუჰო კუსტო პაასიკივი)
იუჰო კუსტი პაასიკივი
იუჰო კუსტი პაასიკივი
ფინეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 მარტი, 1946 – 1 მარტი, 1956
წინამორბედიგუსტავ მანერჰაიმი
მემკვიდრეურჰო კეკონენი

ფინეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ნოემბერი, 1944 – 9 მარტი, 1946
პრეზიდენტიგუსტავ მანერჰაიმი
წინამორბედიურჰო კასტრენი
მემკვიდრემაუნო პეკალა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 მაისი, 1918 – 27 ნოემბერი, 1918
წინამორბედიპერ ევინდ სვინჰუვუდი
მემკვიდრელაური ინგმანი

ფინეთის სენატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 მაისი, 1918 – 27 ნოემბერი, 1918
წინამორბედიპერ ევინდ სვინჰუვუდი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული27 ნოემბერი, 1870
ჰიამენკოსკი
გარდაცვლილი14 დეკემბერი, 1956 (86 წლის)
ჰელსინკი, ფინეთი
ეროვნებაფინელი
პოლიტიკური პარტიაფინური პარტია,
ეროვნული კოალიციის პარტია
მეუღლეანა მატილდა ფორსმანი
ალინა ვალვე
შვილები4
განათლებაჰელსინკის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

იუჰო კუსტი პაასიკივი (ფინ. Juho Kusti Paasikivi, დაბადებისას იუჰან გუსტავ ჰელსტენი შვედ. Johan Gustaf Hellstén; დ. 27 იანვარი, 1870, ტამპერე — გ. 14 დეკემბერი, 1956, ჰელსინკი; ფინეთი) — ფინელი პოლიტიკური მოღვაწე, განათლებით იურისტი. ფინეთის პრემიერ-მინისტრი (1918 და 1944-1946 წწ.) და ქვეყნის მეშვიდე პრეზიდენტი (1946-1956 წწ.). მას დღემდე მოიაზრებენ ფინეთის საგარეო კურსის შემქმნელად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაასიკივი დაიბადა 1870 წელს სამხრეთ ფინეთში, ტამპერელი მოგზაურ-ვაჭრის ავგუსტ ჰელშტენისა და კაროლინა ვილჰელმინას ოჯახში. ჰოლშტენის მშობლები ცხოვრობდნენ ქალაქ ტამპერში, თუმცა ვაჟი მოგზაურობის დროს შეეძინათ. ჰელშტენმა დედა 4 წლის ასაკში დაკარგა. 14 წლის ასაკში იყო, როდესაც მამა გაურკვეველი მიზეზის გამო გარდაეცვალა. მამის გარდაცვალების შემდგომ, ჰელშტენის ნახევარდა კაროლინაც მალევე გარდაიცვალა. ჰელშტენის აღზრდის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო მამიდამ, კაისა ჰაგმანმა. 1885 წელს ჰელშტენმა სახელი შეიცვალა და დაირქვა იუჰო კუსტი პაასიკივი.

მამამისმა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინა მისი ნიჭი და შეიყვანა ჰემეენლინას ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში. პაასიკივი გამოირჩეოდა, წიგნების კითხვის დიდი სიყვარულით. ჰელსინკის უნივერსიტეტში 1890 წელს ჩარიცხა, 1892 წელს კი მიიღო რუსული ენისა და ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხი. მან შეიცვალა პროფესია და მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი, 1902 წელს კი, სამართლის დოქტორის ხარისხი დაიცვა. სწავლის პარალელურად, პაასიკივი მუშაობდა მასწავლებლად, ლექტორად, კერძო ბიუროს ადვოკატად და სასამართლოს მანდატურად. პაასიკივი უნივერსიტეტში სწავლის დროს ასევე აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ ორგანიზაციებში, სადაც კარგად ავლენდა მის ლიდერულ უნარებს.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903–1913 და 1917–1918 წლებში ძველფინური პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებში შედიოდა. 1907–1913 წლებში იყო ფინეთის სეიმის დეპუტატი. 1903–1914 წლებში — სახელმწიფო ხაზინის მთავარი დირექტორი, 1914–1934 წლებში კი ბანკ „კანსალის-ოსაკე-პანკის“ გენერალური დირექტორი.

პრაქტიკულად მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ფინეთის პოლიტიკის შიდა წრეების მუშაობაში. იგი მხარს უჭერდა ფინეთის ფართო ავტონომიასა და დამოუკიდებელ კაბინეტს (სენატს). წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის პანსლავურ განზრახვას, რუსული ენა ყოფილიყო რუსეთის იმპერიაში ერთადერთი ოფიციალური ენა. იგი წარმოადგენდა ფინეთის პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რადიკალურ და შორეულ პერპექტივაში კონტრპროდუქტიულ ნაბიჯებს, რომლებიც შესაძლოა რუსეთს აგრესიულად აღექვა.

დამოუკიდებლობა და სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დროს პაასიკივიმ ეჭვი შეიტანა ფინეთის პარტიის მორჩილ ხაზში. 1914 წელს, სახაზინო თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის წევრის პოსტზე ჩამოქვეითების შემდეგ, პაასიკივიმ დატოვა თანამდებობა. იგი გახდა კანსალის-ოსაკე-პანკის (KOP) ბანკის მთავარი გენერალური მენეჯერი, ეს თანამდებოდა შეინარჩუნა 1934 წლამდე. პაასიკივი ასევე მსახურობდა ჰელსინკის საკრებულოს წევრად 1915–1918 წლებში.

1917 წელს, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, პაასიკივი დაინიშნა კომიტეტში, რომელმაც დაიწყო ახალი კანონმდებლობის ფორმულირება გაფართოვებული და სახეცვლილი საჰერცოგოსთვის. თავდაპირველად იგი მხარს უჭერდა ვრცელ ავტონომიას რუსეთის იმპერიაში და ამით ეწინააღმდეგებოდა სოციალ-დემოკრატების კოალიციას სენატში, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ უფრო შორს მიმავალი ავტონომიის მიღებას, თუმცა ბოლშევიკური ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, პაასიკივი უკვე მხარს უჭერდა სრულ დამოუკიდებლობას - კონსტიტუციური მონარქიის სახით.

ფინეთში სამოქალაქო ომის დროს პაასიკივი მტკიცედ იდგა თეთრი მთავრობის მხარეს. როგორც პრემიერ-მინისტრი 1918 წლის მაისიდან ნოემბრამდე, იგი ცდილობდა კონსტიტუციური მონარქიის გაგრძელებას, გერმანიის პრინც ფრედერიკ ჩარლზის, როგორც მეფის მესვეურობით, რაც გააძლიერებდა გერმანიის მხარდაჭერას ფინეთისადმი და დაუპირისპირდებოდნენ ბოლშევიკურ რუსეთს. თუმცა, რადგან გერმანიამ წააგო მსოფლიო ომი, საჭირო გახდა მონარქიის გაუქმება და რესპუბლიკის დამყარება, გამარჯვებული ანტანტის ინტერესების შესაბამისად. პაასიკივიმ დატოვა სენატის თანამდებობა და ის დაბრუნდა კანსალის-ოსაკე-პანკის ბანკში.

პაასიკივის სენატში მმართველობის დროს, ფინეთში იყო სასჯელაღსრულებითი ბანაკები, რაც სამოქალაქო ომის შემდეგ გაჩნდა. ციხის ბანაკების არსებობის პერიოდში, სულ 12 000 პატიმარი გარდაიცვალა. ბანაკებში, სადაც წითლების მხარეს მებრძოლი ქალები და კაცები იყვნენ განთავსებული შიმშილი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად იქცა. პაასიკივი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიით კონსერვატორი, იყო სოციალ-დემოკრატების მთავარი მოწინააღმდეგე კაბინეტში, კომუნისტებისა კი — პარლამენტში.

თავდაპირველად, იგი მხარს უჭერდა ნახევრადფაშისტურ ლაპუას მოძრაობას, რომელიც რადიკალურ ზომებს ითხოვდა პოლიტიკური მემარცხენეების წინააღმდეგ. თუმცა, შემდგომ ლაპუას მოძრაობამ უფრო რადიკალური პოლიტიკა წამოიწყო, მათ შეურაცხყვეს სტოლბერგი, ლიბერალური ხედვის მქონე ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი და პაასიკივი, ისევე როგორც მრავალი სხვა მხარდამჭერი, ჩამოშორდა რადიკალ მემარჯვენეებს. 1934 წელს იგი გახდა კონსერვატიული ეროვნული კოალიციის პარტიის თავმჯდომარე და შეძლო პარტიის რეაბილიტაცია ლაპუას მოძრაობასთან საეჭვო სიახლოვისა და წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ.

დიპლომატიური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელჩი სტოკჰოლმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930-იან წლებში იგი დაითანხმეს ელჩის თანამდებობის მიღებაზე შვედეთში, რაც იმ დროს ფინეთის საგარეო სამინისტროსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოსტად ითვლებოდა. გერმანიაში, პოლონეთსა და ესტონეთში არსებულმა, მზარდმა ავტორიტარულმა რეჟიმებმა, გამოიწვიეს ფინეთის სრული იზოლირება, საბჭოთა კავშირის საფრთხისგან. ერთა ლიგის ეტაპობრივი დაშლის შემდეგ, მაშინ, როცა საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს არანაირი ინტერესი ჰქონდათ ფინეთის მხარდაჭერისა, შვედეთი ერთადერთ იმედად დარჩა ფინეთისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებას გაუწევდა. ლაპუას წარუმატებელი გადატრიალების პერიოდში, პაასიკივი და მანერჰეიმი კონსერვატორი ფინელების ახლო წრეში იყვნენ და განიხილავდნენ, თუ როგორ მიეღოთ მხარდაჭერა შვედეთისგან.

სტოკჰოლმში ყოფნის დროს, პაასიკივი ცდილობდა შვედეთისგან თავდაცვის გარანტიების მიღებას. თავდაცვის ალიანსისა ან თავდაცვითი კავშირის ჩამოყალიბებას ფინეთსა და შვედეთს შორის. სამოქალაქო ომის შემდეგ შვედებსა და ფინელებს შორის ურთიერთობა გაიყინა. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს რევოლუციურმა არეულობამ დაამკვიდრა პარლამენტარიზმი შვედეთში, გაიზარდა შვედეთის დემოკრატიის ხარისხი და სოციალ-დემოკრატები იქცნენ დომინანტ ძალად. ფინეთში კი სამოქალაქო ომმა მოიტანა სოციალიზმის სრული მარცხი. ამავე დროს, როდესაც პაასიკივი სტოკჰოლმში ჩავიდა, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტი პერ ევინდ სვინჰუვუდი უპირისპირდებოდა პარლამენტარიზმს და (პაასიკივის ეროვნული კოალიციის პარტიის მხრიდან ზეწოლის შემდეგ) უარს ამბობდა სოციალ-დემოკრატების დანიშვნაზე მინისტრთა კაბინეტში. ამით კი შეილახა პაასიკივის რეპუტაცია მთავრობაში უმრავლესობად მყოფი შვედი სოციალ-დემოკრატებისთვის, რომლებიც ასევე საეჭვოდ უყურებდნენ პაასიკივის ლტოლვას 1918 წელს ფინეთის მონარქისტული პოლიტიკისა და 1932 წლისთვის ლაპუას მოძრაობისადმი.

მდგომარეობა გაუმჯობესდა, ნაწილობრივ პაასიკივის ძალისხმევის, ნაწილობრივ კი პრეზიდენტად კიუსტი კალიოს არჩევის გამო. კალიომ აღიარა პარლამენტარიზმი და კაბინეტში შეიყვანა სოციალ-დემოკრატები. თუმცა, ფინეთისა და შვედეთის კავშირი, მაინც საეჭვო იყო: ზამთრის ომის დროს შვედეთის მხრიდან ფინეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ შვედეთმა არც ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირს და არც რეგულარული ჯარი გაგზავნა ფინეთის დასაცავად. ამის გამო, ბევრი ფინელი, მათ შორის თავად პაასიკივიც, სტოკჰოლმში თავისი მისიის შესრულებას, წარუმატებლად აფასებდა.

რწმუნებული მოსკოვში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამთრის ომის დაწყებამდე პაასიკივი ფინეთის წარმომადგენელი გახდა მოსკოვთან მოლაპარაკებებში. მან დაინახა, რომ იოსებ სტალინი არ აპირებდა პოლიტიკის შეცვლას და იგი გარკვეული მოთხოვნების შეთანხმებას შეუდგა. მაშინ, როდესაც ომი დაიწყო, პაასიკივის სთხოვეს შესულიყო რისტო რიუტის კაბინეტში, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური მრჩეველი, რაც სამთავრო ტრიუმვირატით დასრულდა, რისტო რიუტისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ვჩინო ტანერთან (სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე) ერთად. პაასიკივი ასევე ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს მშვიდობის მისაღწევად და განაგრძობდა თავისი მისიის შესრულებას მოსკოვში, როგორც დესპანი. მოსკოვში ყოფნის დროს, მან არ იცოდა ჰელსინკის საიდუმლო ზრახვების შესახებ, რომ სურდათ რევანში, კონკრეტულად კი გერმანიის დახმარებით, ზამთრის ომში დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება. მას შემდეგ, რაც მან ეს შეტყო, თანამდებობა დატოვა. პაასიკივი მეორედ გადადგა.

პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის ზაფხულში, როდესაც ომი გაგრძელდა, პაასიკივიმ დაიწყო თავისი მემუარების წერა. 1943 წლისთვის მან დაასკვნა, რომ გერმანია ომს წააგებდა და ამით ფინეთს დიდი საფრთხე დაემუქრებოდა. ამასთან ერთად, ყველამ კარგად იცოდა მისი წინააღმდეგობის შესახებ პროგერმანული პოლიტიკისადმი 1940–1941 წლებში, ამიტომ მისი თავდაპირველი ინიციატივები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მცირე მხარდაჭერით გამოირჩეოდა, როგორც ფელდ მარშალ მანერჰაიმისგან, ისე რისტო რიუტისგან, რომელსაც უკვე პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

პრემიერ-მინისტრიდან პრეზიდენტამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ, მანერჰაიმმა პაასიკივი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. პაასიკივის პოლიტიკა საკმაოდ რეალისტური იყო და რადიკალურად განსხვავდებოდა წინა 25 წლის წინანდელი პოლიტიკური ხედვისგან.

პაასიკივი ცდილობდა გაერკვია, რატომ შეიჭრა მოსკოვი ფინეთში 1939 წელს და მან დაასკვნა, რომ ფინეთის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირისადმი საკმაოდ რუსოფობიური იყო, სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის მხრიდან შეტევა, თავის მხრივ, იყო უმეტესწილად ლეგიტიმური, სტრატეგიული და თავდაცვითი, ვიდრე იდეოლოგიური ან ექსპანსიონისტური. შესაბამისად, მან უზრუნველყო, რომ საბჭოთა კავშირის შესახებ უარყოფითი ცნობები ამოეღოთ სასკოლო სახელმძღვანელოებიდან და ასევე, ამოიღეს წიგნები საჯარო ბიბლიოთეკებიდან, რომლებიც საბჭოთა კავშირის „მტრის ხატს“ ქმნიდა.

პაასიკივს უნდა შეესრულებინა მრავალი საბჭოთა მოთხოვნა, მათ შორის, სამხედრო დანაშაულის სასამართლო პროცესი. იგი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ფინეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საბჭოთა კავშირისთვის და ცდილობდა გაეჩინა ნდობას ქვეყნებს შორის, სამომავლო მშვიდობიანი ურთიერთობისათვის. მანერჰეიმის გადადგომის შემდგომ, პარლამენტმა პაასიკივი აირჩია რესპუბლიკის პრეზიდენტად. პაასიკივი ამ დროს, უკვე 75 წლის იყო. პაასიკივიმ 1946 წელს, ომუნისტი, მაუნო პეკალაც კი დანიშნა პრემიერ-მინისტრად.

პაასიკივის პოლიტიკურ მოქნილობას თავისი საზღვრები ჰქონდა; რაც კარგად გამოჩნდა 1948 წლის გაზაფხულზე, კომუნისტების მიერ გადატრიალების სავარაუდო მცდელობის ან გადატრიალების გეგმების დროს. მან უბრძანა ჯარისა და საზღვაო ძალების ზოგიერთ ნაწილს ჰელსინკი დაეცვა დედაქალაქი შესაძლო კომუნისტური თავდასხმისგან. თითოეული მცდელობა, ჩანასახშივე კრახით დასრულდა, სანამ კომუნისტები არ დამარცხდნენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

თანამედროვე ფინელი ისტორიკოსების უმეტესობა უარყოფს, რომ კომუნისტებს სურდა ძალადობრივი გადატრიალება, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის გარეშე. მოგვიანებით, გაზაფხულზე, როდესაც ფინეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა კომუნისტ შინაგან საქმეთა მინისტრ ლეინოს, პაასიკივს მოუწია ლეინოს გადაყენება. 1948 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კომუნისტები მთავარი პარტიიდან მესამე პარტიად ჩამოქვეითდნენ. პაასიკივიმ უარი განაცხადა მათ მთავრობაში შეყვანაზე, კომუნისტები კი ოპოზიციაში დარჩნენ 1966 წლამდე.

პაასიკივის დოქტრინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც პრეზიდენტი, პაასიკივი განსაკუთრებული სიფრთხილით უდგებოდა ფინეთის საგარეო ურთიერთობებს და ცდილობდა ფინეთისთვის სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას და მომავალში თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფას. პაასკივიმ დაასკვნა, რომ ფინეთს სჭირდებოდა ზესახელმწიფოსთან მიკედლება და მის პოლიტიკასთან ადაპტირება. ამიტომ, საჭირო იყო, საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებების გაფორმება, რათა თავიდან აეცილებინა დაპირისპირებები. მან მოახერხა ფინეთის პოზიციის სტაბილიზაცია.

1950 წლის საპრეზიდენტო არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაასიკივი 1950 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა აირჩიეს და მან 300 საარჩევნო ხმიდან 171-ით მოიგო. მეორე ვადის პრიორიტეტები უფრო მეტად, საშინაო პოლიტიკაზე იყო ორიენტირებული, პირველი ვადისგან განსხვავებით. იოსებ სტალინის სიკვდილმა პაასიკივის საქმე გაამარტივა. როგორც სპორტის დიდმა მოყვარულმა, და ყოფილმა სპორტსმენმა, პაასიკივიმ დიდი სიამოვნებით უმასპინძლა 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადას ჰელსინკიში. პაასიკივის მეორე ექვსწლიანი მმართველობისას ფინეთმა თავი დააღწია ომის შედეგად გამოწვეულ პოლიტიკურ პრობლემებს. 1956 წლის იანვარში საბჭოთა კავშირმა ჯარები გამოიყვანა ჰელსინკის მახლობლად მდებარე ფორკკალას საზღვაო ბაზიდან.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წლის პირველ ივნისს, მან იქორწინა შვედ ანა მატილდა ფორსმანზე (1869-1932). მათ შეეძინათ 4 შვილი, ანიკი (1898-1950), ველამო (1900-1966), იუჰანი (1901-1942) და ვარმა (1903-1941). 1931 წელს დაქვრივდა. 1934 წელს იქორწინა ალინა (ალი) ვალვეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Browning, Christopher; Lehti, Marko (2011) „Geographic Centrality and Marginality: East, West, and North in Finnish Symbolic Geography“, In Alexander Maxwell, ed., The East-West Doctrine: Symbolic Geography and its Consequences, pp. 155–168, Nationalisms Across the Globe. Bern: Peter Laing. ISBN 978-3-034-30198-5. 
  • Polvinen, Tuomo; Heikkilä, Hannu; Immonen, Hannu (1989) J. K. Paasikivi : valtiomiehen elämäntyö. WSOY. 
  • Rintala, Marvin (1969). Four Finns. Berkeley, CA: University of California Press. 
  • (1995) Political leaders of contemporary Western Europe: a biographical dictionary. Greenwood, გვ. 347–352. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wilsford, David, ed. (1995). Political leaders of contemporary Western Europe: a biographical dictionary. Greenwood. pp. 347–352