იუსტინიანე (რუმინეთის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატრიარქი იუსტინიანე

პატრიარქი იუსტინიანე (რუმ. Patriarhul Justinian, ერისკაცობაში იოან მარინა, რუმ. Ioan Marina; დ. 2 თებერვალი, 1901, სუეშტი, რუმინეთი — გ. 26 მარტი, 1977, ბუქარესტი, რუმინეთი) — რუმინეთის რელიგიური მოღვაწე, სრულიად რუმინეთის პატრიარქი (1948-1977 წწ.).

დაიბადა 1901 წელს ოლტენიის სოფელ სუეშტში. 1923 წელს დაამთავრა სასულიერო აკადემია, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო მასწავლებლად. 1948 წლის 24 მაისს აირჩიეს რუმინეთის პატრიარქად. 6 ივნისს კი მოხდა ინტრონიზაცია.

გარდაიცვალა 1977 წლის 26 მარტს 76 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]