იური კუზნეცოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური კუზნეცოვი
დაბ. თარიღი 6 (19) აპრილი, 1903
დაბ. ადგილი ნიკოლსკი
გარდ. თარიღი 16 მაისი, 1982(1982-05-16) (79 წლის)
გარდ. ადგილი ნოვოსიბირსკი
დასაფლავებულია იუჟნოეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

იური ალექსის ძე კუზნეცოვი (რუს. Кузнецов, Юрий Алексеевич; დ. 2 მაისი, [ ძვ. სტ. 19 აპრილი], 1903, ქალაქი ნიკოლსკი — გ. 16 მაისი, 1982, ნოვოსიბირსკი) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1966). დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტი (1924). 1930 წლიდან ტომსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს (1938 წლიდან პროფესორი). ამავე დროს მუშაობდა დასავლეთ ციმბირის საძიებო-გეოლოგიურ ორგანიზაციებში, იკვლევდა ალთაის, კუზნეცკის ალათაუს, აღმოსავლეთ საიანისა და ენისეის ქედების გეოლოგიას.

1958 წლიდან მუშაობს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების გეოლოგიურ და გეოფიზიკურ ინსტიტუტში. კუზნეცოვის შრომები ძირითადად ეხება მაგმური ქანების ფორმაციული ანალიზისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის საკითხებს. აღმოაჩინა რამდენიმე სამრეწველო მნიშვნელობის საბადო. ალექსანდრე კარპინსკის სახელობის პრემია (1970). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Петрология докембрия Южно-Енисейского кряжа, в кн.: Материалы по геологии Западной Сибири, № 15, М., 1941;
  • фации магматических пород, в кн.: Вопросы геологии Азии, т. 2, М., 1955;
  • Происхождение магматических горных пород, в кн.: Магматизм и связь с ним полезных ископаемых, М., 1955;
  • Главные типы магматических формаций, М., 1964;
  • Основные типы магмоконтролирующих структур и магматические формации, "Геология и геофизика", 1970, № 9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]