იურგენ მეიერ-ჰერმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იურგენ მეიერ-ჰერმანი
იურგენ მაიერ-ჰერმანი — არქიტექტორი.jpg
პირადი ინფორმაცია
მშობ. სახელი Jürgen Mayer-Hermann
ეროვნება გერმანელი
დაიბადა 30 ოქტომბერი, 1965 შტუტგარტი
ნაშრომები
მნიშვნელოვანი შენობები Metropol Parasol-ი; მესტიის აეროპორტი; სარფის გამშვები პუნქტი; ახალქალაქის რკინიგზის სადგური[1]

იურგენ მეიერ-ჰერმანი (გერმ. Jürgen Mayer-Hermann; ასევე ცნობილია როგორც იურგენ მეიერი; დ. 30 ოქტომბერი 1965, შტუტგარტი) — გერმანელი არქიტექტორი და მხატვარი. ბერლინში არქიტექტურული ფირმა „J. MAYER H.“-ის ხელმძღვანელი[2].

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება]

იგი სწავლობდა შტუტგარტის უნივერსიტეტში, კუპერ იუნიონში“ და პრინსტონის უნივერსიტეტში[3].

შემოქმედება[რედაქტირება]

მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულ და გამოფენილ იქნა მსოფლიოს მასშტაბით და ნიუ–იორკისა და სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საერთაშორისო კოლექციის ნაწილია.[4]

ჯილდოები[რედაქტირება]

იურგენ მეიერს 2003 წელს მიღებული აქვს მის–ვან–დერ–როი–ს ჯილდო დამწყები არქიტექტორებისთვის, პროექტ „Stadthaus Ostfildern“-ისთვის გერმანიაში და 2005 წელს მოიგო ჰოლსიმის ჯილდო „Metropol Parasol“-ისთვის სევილიაში, ესპანეთში[5]. 2011 წელს ის იყო ჰოლსიმის ჯილდოს რეგიონალური ჟიური[6].

საქართველო[რედაქტირება]

იურგენ მეიერის შემოქმედებას ეკუთვნის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებული სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დიზაინი (2011), ასევე მესტიის პოლიციის შენობის და იუსტიციის სახლის (2012), მესტიის აეროპორტის (2010), ავტომაგისტრალ ს1-ზე არსებული 2011-2012 წლებში დასრულებული მოსასვნებელი კომპლექსები და ამჟამად მშენებარე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის[7] და ახალქალაქის რკინიგზის სადგურის დიზაინები[1].

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]