იუნუს-ბეკ ევკუროვი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუნუს-ბეკ ევკუროვი
Юнус-бек Евкуров
Yunus-bek Yevkurov.jpg
იუნუს-ბეკ ევკუროვი (2009)
სახელი დაბადებისას

იუნუს-ბეკ ევკუროვი

მოღვაწეობა

პოლიტიკა

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

29 ივლისი 1963

დაბადების ადგილი

ტარსკოე, ჩრდილოეთ ოსეთი

მოქალაქეობა

რუსეთი

შვილები

იტარ-ბეკი


იუნუს-ბეკ ევკუროვი (რუს. Евкуров, Юнус-бек Баматгиреевич; დ. 29 ივლისი 1963, ტარსკოე, ჩრდილოეთ ოსეთი) — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. 2008 წლის 30 ოქტომბრიდან ინგუშეთის პრეზიდენტი.[1][2] რუსეთის ფედერაციის გმირი (2000). დაიბადა 1963 წლის 29 ივლისს, სოფელ ტარსკოეში. ჰყავს ექვსი ძმა და ხუთი და.[3] გაიზარდა ქალაქ მალგობეკში. სკოლა დაამთავრა ბელსანში. 1982-1984 წწ. მსახურობდა წყნაროკეანური ფლოტის ქვეით ჯარში.[4] სწავლობდა აგრეთვე რიაზანის საჰაერო-სადესანტო უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა. 1997 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.

2009 წლის 22 ივნისს ევკუროვზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა, რის შედეგად პრეზიდენტის ერთ-ერთი დაცვის წევრი ადგილზევე გარდაიცვალა. თვით ევკუროვი და კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა; იმ მომენტისთვის ევკუროვი ჯანმრთელობის მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო.[5] 2009 წლის 23 ივნისს ევკუროვის თავდასხმის მცდელობაში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. ანონიმური წყაროების მიხედვით, დაკავებულ პირებს ქონდათ კავშირი არაკანონიერ სამხედრო ფორმირებასთან.[5][6] 2009 წლის 13 ოქტომბერს ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ევკუროვზე თავდასხმის მონაწილენი განადგურებულები არიან.[7] საგამოძიებო კომიტეტის მიხედვით, თავდასხმის ორგანიზაციაში მონაწილეები არიან აგრეთვე ალექსანდრე ტიხომიროვი და მაჰომედ ცოკიევი, რომლებიც ძებნაში არიან გამოცხადებულები.[8] ალექსანდრე ტიხომიროვი მოკლულ იქნა 2010 წლის 2 მარტს სოფელ ეკაჟევოში (ინგუშეთი).[9]

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Russia Backs Soldier To Quell Violent Ingushetia Region. Radio Free Europe/Radio Liberty (2008-10-31). წაკითხვის თარიღი: 2008-11-03.
  2. Soldier to run restive Ingushetia“, BBC News, 2008-10-31. წაკითხვის თარიღი: 2008-11-03. 
  3. Жена нового президента Ингушетии Юнус-Бека Евкурова родила сына в Москве, Life.ru, 31.10.2008.
  4. Газета «Коммерсантъ», № 199 (4016) от 31.10.2008
  5. 5.0 5.1 Источник: задержаны подозреваемые в покушении на Евкурова. Теракт могла совершить смертница NEWSru 23 июня 2009.
  6. Покушение на Евкурова: первая подозреваемая Интерфакс 23 июня 2009.
  7. Кириленко, Анастасия. “Кто же покушался на Евкурова?“, Радио "Свобода", 13.10.2009. წაკითხვის თარიღი: 2009-10-14. 
  8. Полетаев, Владимир. “Не спрятались - названы имена террористов, пытавшихся взорвать президента Ингушетии“, Российская газета, 14.10.2009 г. წაკითხვის თარიღი: 2009-10-14. 
  9. Уничтожен Саид Бурятский“, Вести.Ru, 08.03.2010 г. წაკითხვის თარიღი: 2010-03-08. 
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე