უნიკოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იუნიკოდი)
უნიკოდის კონსორციუმი

უნიკოდი — სიმბოლოთა სტანდარტი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვხატოთ პრაქტიკულად ყველა ენის დამწერლობის ნიშნები (სიმბოლოები, ასოები). უნიკოდი წარმოდგენილია რამდენიმე ფორმით: UTF-8, UTF-16 (UTF-16BE, UTF-16LE) და UTF-32 (UTF-32BE, UTF-32LE). აგრეთვე შემუშავებულია UTF-7, შვიდ ბიტიანი არხით ინფორმაციის გადაცემისთვის, მაგრამ ეს ფორმა, ASCII-სთან შეუთავსებლობის გამო, არ არის დამკვიდრებული და არ შედის უნიკოდის სტანდარტში.

Microsoft-ის Windows NT-ში, მასზე დაფუძნებულ სხვა სისტემებში: Windows 2000, Windows XP - (უნიკოდი Microsoft ოპერაციულ სისტემებში) ძირითადად გამოიყენება UTF-16LE. UNIX-ში და მსგავს ოპერაციულ სისტემებში - GNU/Linux, BSD და მაკ ოს X მიღებულია: ფაილებისთვის - UTF-8 ფორმა; UTF-32 ან UTF-8 კი ოპერატიული მეხსიერების მონაცემთა დამუშავებისთვის.

სტადარტი შემოთავაზებულია 1991 წ. - არაკომერციული ორგანიზაციის ”უნიკოდის კონსორციუმი”-ს მიერ. , რომელიც აერთიანებს უმსხვილეს IT (ინტერნეტ ტექნოლოგიების) კორპორაციებს. ამ სტანდარტის გამოყენება საშუალებას იძლევა გავუკეთოთ კოდირება ძალზე მაღალი რაოდენობის სიმბოლოებს - სხვადასხვა დამწერლობებიდან: უნიკოდ დოკუმენტებში, კოდური გვერდის გამოყენების გარეშე, გვერდიგვერდ თავსდებიან ჩინური იეროგლიფები, მათემატიკური სიმბოლოები, ბერძნული ალფავიტის ასოები და კირილიცა.

უნიკოდის რუკა

უნიკოდის სტანდარტში კოდები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად. U+0000-დან U+007F-მდე ჯგუფი შეიცავს ASCII სიმბოლოებს, შესაბამისი კოდებით. შემდეგ ჯგუფებში მოთავსებულია სხვადასხვა დამწერლობის ნიშნები, პუნქტუაციის ნიშნები და ტექნიკური სიმბოლოები. კირილიცის სიმბოლოებს ეთმობა U+0400-დან U+052F-მდე ჯგუფი.

წერა ორი მიმართულებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნიკოდის სტანდარტი ითვალისწინებს მხარდაჭერას ისეთი ენებისთვის, რომლებშიც წერა წარმოებს მარცხნიდან-მარჯვნივ, (LTR - Left To Right). მაგალითად: ინგლისური, რუსული, ქართული, ასევე საპირისპიროს - მარჯვნიდან-მარცხნივ (RTL - Right To Left). მაგალითად: არაბული, ყველა ებრაული ენა (ივრითი, იდიში, ლადინო) და ა.შ. ანუ უნიკოდი მხარს უჭერს ორივე მიმართულებით წერას. გარდა ამისა, უნიკოდი მხარს უჭერს კომბინირებულ ტექსტებს, რომლებიც შეიცავენ როგორც RTL ისე LTR ფრაზებს. ამგვარ შესაძლებლობას უწოდებენ ორმიმართულებიანობას , (Bidir). უნიკოდის მარტივ ვერსიებს შესაძლოა არ გააჩნდეს ორმიმართულებიანობის მხარდაჭერა.

უნიკოდის ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სისტემაზე მუშაობა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. სიმბოლოთა ცხრილში შემოაქვთ ცვლილებები და სიახლე-დამატებები. ეტაპობრივად ცხადდება უნიკოდის ახალი ვერსიის შესახებ. გამოიცემა ახალი ISO დოკუმენტები, რამდენადაც თავდაპირველი უნიკოდ სისტემა შემოტანილი იყო ნაჩქარევად და დაუმთავრებელი სახით. უნიკოდის სისტემა დღეს არსებობს შემდეგი ვერსიების სახით:

  • 1.1 შეესაბამება სტანდარტს ISO/IEC 10646—1:1993),
  • 2.0 იგივე სტანდარტი ISO/IEC 10646—1:1993 მხოლოდ დამატებულია: «Amendments» 1-დან 7-მდე და «Technical Corrigenda» 1 და 2
  • 2.1 იგივე სტანდარტი ISO/IEC 10646—1:1993 მხოლოდ დამატებულია: «Amendments» 1-დან 7-მდე და «Technical Corrigenda» 1 და 2
  • 3.0 სტანდარტი ISO/IEC 10646—1:2000)
  • 3.2 სტანდარტი 2002
  • 4.0 სტანდარტი 2003
  • 4.01 სტანდარტი 2004
  • 4.1 სტანდარტი 2005

უნიკოდის ქართული ნაწილი შემუშავდა და დაინერგა ჟოსტ გიპპერტის (Jost Gippert) - „ტიტუს კიბერბიტ“ ფონტის ავტორის და მიხეილ ევერსონის (Michael Everson) მიერ, ეგრეთ წოდებულ „ინფოტექ-აკადემიის“ სტანდარტზე დაყრდნობით.

უნიკოდის შესაბამისი ქართული ფონტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნიკოდის შესაბამისი ქართული კომპიუტერული ფონტები არსებობს კომერციული, რომლებიც უმთავრესად „ვინდოუზ“ სისტემას მოჰყვება (Sylfaen და Arial Unicode MS) და თავისუფალი გამოყენების ანუ უფასო.

ორიგინალური მაღალხარისხოვანი უფასო ქართული უნიკოდ დელტა ჰინტირებული და ბითმაპ ჩართული ფონტების ერთადერთი მწარმოებელია „BPG-InfoTech Co“, რომლის ფონტების არსებითი ნაწილი დაშვებულია General Public License (GPL), GNU გამოყენებისათვის და შედის ისეთი დისტრიბუციების შემადგენლობაში, როგორიცაა „ლინუქსი“.

ფონტების ჩამოტვირთვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლავიატურის მართვის ჩამოტვირთვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონვერტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]