იუნესკოს წევრი ქვეყნების სია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუნესკო გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოა. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად[1][2].

2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, იუნესკოს წევრია 195 სახელმწიფო და 8 ასოცირებული წევრი[3][4][5] გარდა დამოუკიდებელი ქვეყნებისა იუნესკოს წევრები არიან დამოკიდებული ტერიტორიებიც.[6] 2011 წლის 31 ოქტომბერს, პალესტინამ მიიღო იუნესკოს წევრის სტატუსი, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევა იუნესკოს წესდების რატიფიკაციის შემდეგ.[7]

წევრების სია[რედაქტირება]

სიაში წარმოდგენილია იუნესკოს 195 წევრი სახელმწიფო და მათი გაწევრიანების თარიღი:[3]

შენიშვნები[3]
  1. 1.0 1.1 ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (ისფრ) ორგანიზაციის წევრი იყო 1950 წლის 31 მარტიდან. ქვეყანას წევრის სტატუსი ჩამოერთვა გაეროს გენერალური ასამბლეის 47/1 რეზოლუციის თანახმად 1992 წლის 22 სექტემბერს, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა (სერბია და ჩერნოგორია) ავტომატურად ვერ გახდა იუნესკოს წევრი ისფრ-ის ნაცვლად. შესაბამისად, სერბია და ჩერნოგორია ორგანიზაციის წევრი გახდა 2000 წლის 20 დეკემბერს. ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2006 წელს, სერბეთს ავტომატურად გაუგრძელდა უფლებამოსილება ორგანიზაციაში, ხოლო ჩერნოგორია გაწევრიანდა 2007 წლის 1 მარტს.
  2. მანამდე წევრი იყო 1965 წლის 11 მარტიდან 1972 წლის 31 დეკემბრამდე.
  3. მანამდე წევრი იყო 1946 წლის 4 ნოემბრიდან (დამფუძნებელი წევრი) 1956 წლის 31 დეკემბრამდე.
  4. მანამდე წევრი იყო 1946 წლის 4 ნოემბრიდან (დამფუძნებელი წევრი)1985 წლის 31 დეკემბრამდე.
  5. მანამდე წევრი იყო 1946 წლის 4 ნოემბრიდან (დამფუძნებელი წევრი)1984 წლის 31 დეკემბრამდე.

2011 წლიდან იუნესკოს წევრი აღარაა ლიხტენშტეინი.[6]

ასოცირებული წევრები[რედაქტირება]

დამკვირვებლის სტატუსი[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]