იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები პანამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2013 წლის მონაცემებით პანამაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 5 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (981) 0,5 %-ია. ორი ობიექტი სიაში შეტანილია კულტურული, ხოლო 3 - ბუნებრივი კრიტერიუმებით, მათ შორის ერთ-ერთი ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს (კრიტერიუმი i) და იმყოფება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში. პანამამ იუნესკოს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1978 წლის 3 მარტს[1]. პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი პანამიდან იყო პორტობელო და სან-ლორენსოს ციხესიმაგრე. სიაში გაწევრიანდა 135 ნომრით 1980 წელს მე-4 სესიაზე.

სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სურათი სახელწოდება მდებარეობა დაარსების თარიღი სიაში შეტანის წელი კრიტერიუმი
1 პორტობელო და სან-ლორენსოს ციხესიმაგრე
(ესპ. Fortificaciones de la costa caribeña de Panamá: Portobelo y San Lorenzo)
კოლონის პროვინცია XVI—XVIII საუკუნეები 1980 135 i, iv
2 დარიენის ეროვნული პარკი
(ესპ. Parque Nacional del Darién)
დარიენის პროვინცია 1980 1981 159 vii, ix, x
3 კორდილიერა-დე-ტალამანკა / ლა-ამისტადის საერთაშორისო პარკი (კოსტა-რიკასთან ერთად)
(ესპ. Reservas de la Cordillera de Talamanca–La Amistad /Parque Nacional de la Amistad)
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა: სან-ხოსეს პროვინცია, კარტაგოს პროვინცია , ლიმონის პროვინცია, პუნტარენასის პროვინცია
პანამის დროშა პანამა: ბოკას-დელ-ტოროს პროვინცია, ჩირიკის პროვინცია
1983 205 vii, viii, ix, x
4 არქეოლოგიური ძეგლი პანამა-ვიეხო და პანამის ისტორიული რაიონი
(ესპ. Sitio arqueológico de Panamá Viejo y distrito histórico de Panamá)
პანამის პროვინცია 1519 1997 790 ii, iv, vi
5 კოიბის ეროვნული პარკი
(ესპ. Parque Nacional de Coiba y su zona especial de protección marina)
ვერაგუასის პროვინცია, ჩირიკის პროვინცია 1992 2005 1138 ix, x

ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები პანამაში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Panama. UNESCO World Heritage Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-09. ციტირების თარიღი: 2013-08-31.