იულია ლატინინა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იულია ლატინინა

იულია ლატინინა (რუს. Ю́лия Леони́довна Латы́нина; დ. 16 ივნისი, 1966, მოსკოვი) — რუსი ჟურნალისტი და მწერალი; ფენტეზისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური დეტექტივის ჟანრების რომანების ავტორი. ჟურნალისტიკაში ცნობილია, როგორც პოლიტიკური მიმომხილველი, ეკონომიკური ანალიტიკოსი და აქტიური პოლემისტი; რადიოს ”ეხო მოსკვი” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი.

ლატინინამ ჟურნალისტური მოღვაწეობა გაზეთში "იზვესტია" (1995-97) დაიწყო; შემდეგ მუშაობდა ჟურნალ ”ექსპერტი” (1997-98), გაზეთებში ”სოვერშენნო სეკრეტნო”, ”ნოვაია გაზეტა” (2001-დან), ”კომერსანტ” (2006-დან) და სხვა. ის ასევე მუშაობდა რამდენიმე რუსულ ტელეარხზე: გადაცემებში ”ვ დრუგოე ვრემია” (პირველი არხი ორტ 2001-02), ”იესტ’ მნენიე” (ტვ ცენტრ 2002-3) და ”ნედელია” (რენ ტვ 2003-4).

ლატინინას მიღებული აქვს საგამომძიებლო ჟურნალისტიკის ჯილდო კორიერე დელა სერასგან, მის მიერ მარია გრაცია კუტულიზე, იტალიელ ჟურნალისტზე, რომელიც ავღანეთში მოკლეს, მომზადებული მასალისთვის.

ამჟამად ლატინინა რადიო სადგურის ”ეხო მოსკვი” გადაცემის ”კოდ დოსტუპა” წამყვანია (2003-დან). 2008 წლის 8 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის თავისუფლების დამცველის პრემიით დააჯილდოვა.