იულიან ტუვიმი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იულიან ტუვიმი
Julian Tuwim.jpg
დაბადების თარიღი:

13 სექტემბერი, 1894

დაბადების ადგილი:

ლოძი, პოლონეთი

გარდაცვალების თარიღი:

27 დეკემბერი, 1953

გარდაცვალების ადგილი:

ზაკოპანე, პოლონეთი

ეროვნება:

პოლონელი

საქმიანობა:

პოეტი

იულიან ტუვიმი (პოლ. Julian Tuwim; დ. 13 სექტემბერი, 1894, ლოძი, პოლონეთი – გ. 27 დეკემბერი, 1953, ზაკოპანე, პოლონეთი), პოლონელი პოეტი, პოლონეთის სრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951). 1916-18 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტი იურიდიულ და ფილოსოფიურ ფაკულტეტებზე. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1913 წლიდან. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი პოეტურ ჯგუფ "სკამადრის", რომელიც იცავდა "ყოველდღიურობის პოეზიას" და ილაშქრებდა "ახალგაზრდა პოლონეთის" ტრადიციების წინააღმდეგ. თავდაპირველად ტუვიმმა განიცადა ფრანგი სიმბოლისტებისა და უოლტ უიტმენის გავლენა. ეკუთვნის ლექსთა კრებულები "ვდარაჯობ ღმერთს" (1918), "ბოშური ბიბლია..." (1933), "მოგიზგიზე არსი" (1936) და სხვა. ტუვიმმა პოეზიაში შემოიყვანა ლირიკული გმირი – თანამედროვე ქალაქის მკვიდრი, დანერგა სასაუბრო მეტყველება, რითაც დემოკრატიული ხასიათი შესძინა თავის ლექსებს. მეორე მსოფლიო ომის დროს (1939-1945) ანტიფაშისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ემიგრაციაში. 1946 წელს დაბრუნდა სამშობლოში. განახლებულ პოლონეთს მიუძღვნა ლირიკული ეპიკური პოემა "პოლონეთის ყვავილები" (1949, დაუმთავრებელი გამოცემა). ტუვიმმა თარგმნა ვეფხისტყაოსნის პროლოგი ორი რედაქციით ("Nova Kultura", 1952, N45).

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე