იუკიო ედანო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yukio Edano Sakado 20100910.JPG

იუკიო ედანო (იაპონ. 枝野 幸男) (დ. 31 მაისი, 1964) - იაპონელი პოლიტიკოსი, იაპონიის დემოკრატიული პარტიისა და წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2011 წლის იანვრიდან უჭირავს კაბინეტის გენერალური მდივნის პოსტი იაპონიის პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის მთავრობაში.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია და განათლება

ედანო დაიბადა უცუნომიაში, ტოჩიგის პრეფექტურაში. დაამთავრა ტოჰოკუს უნივერსიტეტი. 1993 წელს ის პირველად იქნა არჩეული როგორც მორიჰირო ჰოკოსავას "იაპონიის ახალი პარტიის" წევრი.

[რედაქტირება] პოლიტიკური კარიერა

ჯეიმს სტეინბერგთან ერთად (2011 წლის 27 იანვარი)

მოგვიანებით ედანო მონაწილეობდა იაპონიის დემოკრატიული პარტიის შექმნაში 1996 წელს. მალევე ის არჩეულ იქნა მის გენერალურ მდივნად 2010 წელს, სანამ არ იქნა ჩანაცვლებული კაცუია ოკადათი, იაპონიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრით 2010 წლის სექტემბერში.

2011 წლის იანვარში ედანო ინიშნება კაბინეტის გენერალური მდივნის პოსტზე.[1]

2011 წლის მარტში იგი დროებით ასრულებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობას.[2]

[რედაქტირება] კაბინეტის გენერალური მდივნის როლი 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის დროს

2011 წლის მარტში იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრისა და შემდგომი ცუნამის დროს ედანო გახდა იაპონიის მთავრობის ერთგვარი სახე, რომელიც სათავეში ედგა და ახმოვანებდა მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ამ კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცის შესახებ. იგი რეგულარულად ჩნდებოდა იპონური ტელევიზიის საშუალებით და პერიოდულად აშუქებდა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შესახებ ახალ გარემოებებსა და პრობლემებს.

პუბლიკის წინაშე ედანოს ასეთმა ხშირმა გამოჩენამ, პოპულარული სოციალური ქსელის - Twitter-ის მომხმარებლებს შორის გამოიწვია მის ჯანმრთელობაზე ღელვა, რაც გამოიხატა შეტყობინებებში, სადაც ისინი ედანოს სთხოვდნენ დასაძინებლად წასვლას. პოპულარული გახდა მესიჯი "#edano_nero", რაც იაპონურად ნიშნავს ძილს (寝ろ, nero)[3]!

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე