იუდა ჰალევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იუდა.

იუდა ჰალევი (დ. დაახლოებით 1080/1086, ტოლედო — გ. 1142, ეგვიპტე) — ებრაელი პოეტი და ფილოსოფოსი.

არაბულ ესპანეთში (ანდალუსიაში) შეისწავლა ღვთისმეტყველება, მედიცინა, ბერძნულ-არაბული ფილოსოფია. სრულყოფილად ფლობდა რამდენიმე ენას. ბევრს მოგზაურობდა. 1109 წლიდან ცხოვრობდა კორდოვაში. პალესტინისკენ მიმავალი გზაში დაიკარგა. ლექსებს წერდა ებრაულ, ნაწილობრივ არაბულ ენაზე, ფილოსოფიურ თხზულებებს - არაბულ ენაზე. პირველი ლექსები, რომლებმაც ჰალევს გაუთქვა სახელი, დაწერა 15 წლისამ. თავის გრძნობებს იგი ბუნების მადიდებელ ჰიმნებში ("ზღვის სიმღერები") და მგზნებარე სატრფიალო ლექსებში გამოხატავდა. უმღეროდა მეგობრობას. დროთა განმავლობაში ჰალევის სიცოცხლით სავსე პოეზია რელიგიური-ფილოსოფიური სულისკვეთებით განიმსჭვალა, ჰედონისტური განწყობილება მძაფრმა ტრაგიზმა შეცვალა.

ჰალევის ფილოსოფიურმა თხზულებამ "ქუზარი" ("ხაზარი"), რომელიც დიალოგის ფორმითაა დაწერილი, დიდი გავლენა მოახდინა შუა საუკუნის თეოლოგიურ აზროვნებაზე, კერძოდ, კაბალისტურ თეოსოფიაზე.

ჰალევი პოპულარული იყო შუა საუკუნისა და ახალი დროის პოეტთა შორის. მას დიდად აფასებდნენ იბნ ეზრა, ალჰარიზი, ჰ. ჰაინე. ჰალევის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ებრაულ პოეტურ აზროვნებაზე, განსაზღვრა მისი შემდგომი განვითარების გზები. არსებობს ჰალევის თხზულებათა მრავალი თარგმანი და კომენტარი მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მისი ბევრი ნაწარმოები თარგმნილია ქართულ ენაზეც. ჰალევის ლექსების ტექსტებზე შექმნილია მუსიკალური ნაწარმოებები, მ. შ. საქართველოშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]