იტო უჯრედები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hepatic stellate cell (ito cell) 1476-5926-6-7-3-l.jpg

ITO უჯრედები (სინონიმები: ღვიძლის ვარსკვლავისებრი უჯრედები, ცხიმისდამმარაგებელი უჯრედები, ლიპოციტები) - პერიციტები რომლებიც

მდებარეობენ ღვიძლის პერისინუსოიდულ სივრცეში (დისეს სივრცე). ისინი არიან მთავარი უჯრედები რომლებიც განაპირობებენ ღვიძლის ფიბროზს მისი დაზიანების შემთხვევაში.

ისტორია[რედაქტირება]

1876 წელს კარლ ფონ კუპფერმა აღწერა უჯრედები, რომალთაც მან ვარსკვლავისებრი უჯრედები უწოდა. ოქროს საღებავით შეღებისას ჩანდა ჩანართები, რომლებიც მან შეცდომით ფაგოციტოზის გზით შთანთქმულ ერითროციტებად ჩათვალა. ამის გამო მან უარყო თავისივე თეორია, რომ ეს უჯრედები ცალკე ტიპის იყვნენ და ვარსკვლავისებრი უჯრედები ფაგოციტებს მიაკუთვნა. მომდევნო წლებში რეგულარულად აღწერდნენ უჯრედებს, რომლებ

იც ამ ვარსკვლავისებრ უჯრედებს ჰგავდნენ და სხვადასხვა სახელებსაც არქმევდნენ: ინტერსტიციული უჯრედები, პარასინუსოიდური უჯრედები, ლიპოციტები, პერიციტები.

ამ უჯრედების როლი საიდუმლოდ რჩებოდა სანამ იაპონელმა პროფესორმა ტოსიო იტომ არ აღწერა ადამიანის ღვიძლის პერისინუსოიდურ სივრცეში არსებული უჯრედები, რომლებიც ცხიმის წვეთებს შეიცავდნენ. იტომ მათ თავიდან „ცხიმისმშთანთქველი უჯრედები“ უწოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მან აღმოაჩინა რომ არ ცხიმის წვეთებს უჯრედები გლიკოგენისგან გამოიმუშავებდნენ მან სახელი შეუცვალა და „ცხიმისდამმარაგებელი უჯრედები“ უწოდა. 1971 წელს იაპონელმა მეცნიერმა კენძირო ვაკემ დაადასტურა კუპფერის მიერ აღმოჩენილი ვარსკვლავისებრი უჯრედებისა და იტოს აღმოჩენილი ცხიმისდამმარაგებელი უჯრედების იდენტურობა. უჯრედებს კი ტოსიო იტოს პატივსაცემად ITO უჯრედები უწოდეს. მან ასევე დაადგინა, რომ ეს უჯრედები დიდ როლს თამაშობენ A ვიტამინის დაგროვებაში (აქამდე ითვლებოდა, რომ A ვიტამინი კუპფერის უჯრედებში გროვდებოდა). ცოტა ხანში მეცნიერებმა კენტმა და პოპერმა დაადგინეს ახლო კავშირი ITO უჯრედებსა და ღვიძლის ფიბროზს შორის. ამ აღმოჩენამ განაპირობა ITO უჯრედების დეტალურად შესწავლის აუცილებლობა.

ფუნქცია[რედაქტირება]

ITO უჯრედები იღებებიან ოქროს ქლორიდით. შეღებვის დროს ცოტაპლაზმაში ჩანს დიდი რაოდენობითცხომოვანი წვეთები. ITO უჯრედები გამოიმუშავებენ რელინს, რომელიც წარმოადგენს საიმედო მარკერს, რომ შევძლოთ მათი გაჩევა სხვა მიოფიბრობლასტული უჯრედებისაგან. რელინის გამომუშავება იზრდება ღვიძლის დაზიანების დროს.

ITO უჯრედებს აქვთ შესაძლებლობა იმყოფებოდნენ ორ სხვადასხვა მდგომარეობაში: მშვიდსა და აქტივირებულში. აქტივირებული უჯრედები თამაშობენ მთავარ როლს ფიბროგენეზში.

დაუზიანებელ ღვიძლში ITO უჯრედები იმყოფებიან მშვიდ მდგომარეობაში. ამ მდგომარეობაში უჯრედებს აქვთ რამდენიმე გამონაზარდი, რომლითაც ეხვევიან სინუსურ კაპილარს. ასევე მათ ციტოპლაზმაში არსებობს A ვიტამინის (რეტინოიდის) მარაგი ცხიმის წვეთების სახით. მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ITO უჯრედები შეადგენენ ღვიძლის უჯრედების საერთო საოდენობის 5-8%-ს ITO უჯრედების გამონაზარდები იყოფიან ორ ტიპად: პერისინულოიდალურად (სუბენდოთელური) და ინტერჰეპატოცელულალურად. პერისინუსაიდალური გამონაზარდები გამოდიან უჯრედიდან და შეეზრდებიან ნინუსოიდური კაპილარის ზედაპირს.გამონაზარდებს ასევე აქვთ ხაოები და ნიკროგამონაზარდები რითიდაც ისინი უკეთ ეზრდებიან კაპილარის ენდოთელიუმს.

ინტერჰეპატოცელულალული გამონაზარდები გადალახავენ რა ჰეპატოციტებს აღწევენ მეორე მეზობლად მდებარე სინუსს, ამგვარად ერთი ITO უჯრედი კავშირს ამყარებს ორ მეზობელ სინუსოიდთან. ITO უჯრედები ასევე ამყარებენ კავშირს სხვა ITO უჯრედებთან და ნერვულ დაბოლოებებთანაც.

ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში ITO უჯრედები გადადიან აქტივირებულ მდგომარეობაში. აქტივირებული უჯრედები გამოირჩევიან პროლიფერაციით, ქემოტაქსისით, ზომაში შემცირებით, რეტინოიდის მარაგის დაკარგვითა და უჯრედების წარმოქმნით, რომლებიც ძალიან ჰგვანან მიოფიბრობლასტებს. ისინი სეკრეტირებენ კოლაგენს(I, III, IV, V და VI) და ექსტრაცელულალური მატრიქსის სხვა პროტეინებს (ლამინინი, ჰიაულორინი, ფიბრონექტინი, პროტეოგლიკანები) რომლებიც დაზიანებულ ქსოვილს ახორცებს და შეუძლიათ ღვიძლის ციროზის გამოწვევა. ასევე აქტივირებულ ITO უჯრედებში აღინიშნება ახალი გენების არსებობაც როგორიცაა α-SMA, ICAM-1, ქემოკინები და ციტოკინები. უჯრედების აქტივაცია ნიშნავს ფიბროგენეზის ადრეული სტადიის დაწყებას და წინ უძღვის ECM ცილების გაძლიერებულ სინთეზს. ღვიძლის შეხორცების ფინალური სტადია ხასიათდება აქტივირებული ITO უჯრედების გაძლიერებული აპოპტოზით.

A ვიტამინით ინტოქსიკაციის დროს იზრდება ITO უჯრედების და მათში არსებული ცხიმის წვეთების რაოდებობა. უჯრედი იჭრება სინოსუიდურ სანათურში ამის შემდეგ კი იწყება ფიბროზი. ამის გამო სანათური ფართოვდება და ხდება მისი გადავსება, რასაც შეიძლება მოჰყვეს პელიოზური დაზიანებები.