იტოროროს ბრძოლა
| იტოროროს ბრძოლა | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| პარაგვაული ომის ნაწილი ნაწილი | |||||||
მარკიზი ბრაზილიის არმიას მიუძღვის |
|||||||
|
|||||||
| მხარეები | |||||||
| ბრაზილიის იმპერია | |||||||
| მეთაურები | |||||||
| კაშიასის მარკიზი | ბერნარდინო კაბალიერო | ||||||
| ძალები | |||||||
| 13 000 | 5 000 | ||||||
| დანაკარგები | |||||||
| 1 800 გარდაცვლილი 900 დაჭრილი |
1 200 გარდაცვლილი 3 500 დაჭრილი |
||||||
იტოროროს ბრძოლა — პარაგვაული ომის ერთ-ერთი შეტაკება.
1868 წლის 6 დეკემბრის დილას, ბრაზილიის არმიის მარშალი, კაშიასის მარკიზი ლუიშ ალვიშ დი ლიმა ი სილვა ორ დანაყოფად დანაწილებულ 13 000 კაცთან ერთად პარაგვაის ქალაქ ვილიეტის ასაღებად გაემართა, საიდანაც პარაგვაის არმიაზე შემდგომ შეტევებს გეგმავდა უკნიდან. თუმცა, პარაგვაის პრეზიდენტმა და არმიის მთავარსარდალმა ფრანსისკო სოლანო ლოპესმა მოკავშირეთა შემოსვლია ამბავი და მათი გეგმები შეიტყო.
მოკავშირეთა ნელი სვლის გამო მან უპირატესობა მოიპოვა და პატარა მდინარე იტოროროს ვიწრო გადმოსასვლელზე მტრის შესაჩერებლად პოლკოვნილი ბერნარდინო კაბალიერო გაგზავნა. კაბალიერომ თავისი ძალები ისე განალაგა, რომ მარკიზის ჯარებს მხოლოდ ერთი გასასვლელით გაევლო (ხიდზე) მძიმე სასტიკი ცეცხლის ქვეშ. გასასვლელის ყოველ მხარეს მან ოთხი ზარბაზანი განათავსა. სხვა დანაყოფი ასევე ოთხი ზარბაზნით ახლომდებარე ბორცვზე განლაგდა.
ბრძოლა გვიან დილას დაიწყო და ხიდის გასაკონტროლებლად მიმართული შეტევებითა და კონტრშეტევებით ხასიათდებოდა. შუადღის 1 საათზე, მძვინვარე ბრძოლის შემდეგ, მოკავშირეებმა ხიდი აიღეს და ვილიეტისკენ მიაშურეს.