იტა (პარაგვაი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იტა
Itá

ქალაქის ეკლესია
დროშა

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი ცენტრალური
კოორდინატები 25°29′00″ ს. გ. 57°21′00″ დ. გ. / 25.48333° ს. გ. 57.35000° დ. გ. / -25.48333; -57.35000
დაარსდა 1539
ფართობი 265 კმ²
ცენტრის სიმაღლე 126
მოსახლეობა 81 084 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 265 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 224
საფოსტო ინდექსი 2710
ოფიციალური საიტი https://www.municipios.gov.py/ita/
იტა (პარაგვაი) — პარაგვაი
იტა (პარაგვაი)

იტა (ესპ. Itá) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში. მდებარეობს ასუნსიონიდან 37 კმ-ის დაშორებით. აქ ამზადებენ ერთ-ერთ ულამაზეს ხელნაკეთებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კერამიკას.

იტა გუარანის ენაზე ქვას ნიშნავს. ამ ქალაქს ხშირად „კერემიკის დედაქალაქსაც“ უწოდებენ.

მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში 40 °C-ს აღწევს, ზამთარში კი 0 °C-მდე ეცემა. საშუალო წლიური ტემპეტარურა 22 °C-ია.

ქალაქი 1539 წელს გუბერნატორმა დომინგო მარტინეს დე ირალამ დააარსა და ის თავდაპირველად ადგილობრივი გუარანის ხალხით იყო დასახლებული. 1884 წელს მიენიჭა რაიონის სტატუსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ლაგუნის პანორამა
ქალაქის ლაგუნის პანორამა