იტალიის ჰიმნი
| ქართ. იტალიელთა სიმღერა ჰიმნის ნოტები |
|
| ქვეყანა | იტალია |
|---|---|
| ტექსტის ავტორი | გოფრედო მამელი |
| მუსიკის ავტორი | მიქელე ნოვარო |
| შემოღებულ იქნა | 1947 წელს, როგორც დროებითი ჰიმნი. 2005 წელს ოფიციალურად |
|
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
|
|
იტალიის სახელმწიფო ჰიმნი გერბთან და დროშასთან ერთად სახელმწიფოს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა. ჰიმნის სახელია იტალიელთა სიმღერა (იტალ. Il Canto degli Italiani). ტექსტი ეკუთვნის გოფრედო მამელის, ხოლო მელოდია — მიკელე ნოვაროს.
იტალიის ჰიმნი XIX საუკუნის შუა წლებში რომანტიკულ-ნაციონალისტურ გარემოში შეიქმნა. პიესა, რომელიც მას დაედო საფუძვლად, გენუელი იტალიელი პატრიოტი სტუდენტის, გოფრედო მამელის მიერ დაიწერა, ცოტა მოგვიანებით კი ტურინელი ნოვაროს მიერ ტექსტისათვის მუსიკაც შეიქმნა; მომავალი ჰიმნი თავდაპირველად იტალიის გაერთიანების მოძრაობის (რისორჯიმენტო) საბრძოლო სიმღერას წარმოადგენდა.
1947 წელს იტალიელთა სიმღერა ახლადგამოცხადებული იტალიის რესპუბლიკის დროებით ჰიმნად გამოცხადდა[1], რითაც მან შეცვალა წინამორბედი ჰიმნი Canzone del Piave[2]. იტალიელთა სიმღერა მხოლოდ 2005 წელს დამტკიცდა ოფიციალურად იტალიის სახელმწიფო ჰიმნად მაშინდელი პრეზიდენტის კარლო აძელიო ჩამპი, თუმცა ამ დამტკიცებას პრაქტიკულად რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იტალიის ჰიმნი“ ვიკისაწყობში.- ინფორმაცია იტალიის ჰიმნის შესახებ (გერმანული)