ისრითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ისრითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი დიხაშხო
კოორდინატები 42°03′32″ ჩ. გ. 42°35′29″ ა. გ. / 42.05889° ჩ. გ. 42.59139° ა. გ. / 42.05889; 42.59139
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 170
მოსახლეობა 654[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ისრითი — საქართველო
ისრითი
ისრითი — იმერეთის მხარე
ისრითი

ისრითისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში (დიხაშხოს თემი), მდებარეობს მდინარე სულორის ხეობაში. ზღვის დონიდან 170 მეტრი, ვანიდან 5 კილომეტრი. სოფელში არის კირქვის კარიერი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 654 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1075 512 563
2014[1] 654 319 335

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში არის შუა საუკუნეების ციხე და ეკლესია. ისრითი იყო თავად ჩიჯავაძეების მამული და საცხოვრებელი ადგილი.[3]

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა ქართველი სახელმწიფო მოღვაწე გრიგოლ ლორთქიფანიძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 158 — „განათლება“, თბილისი, 1987