ისრაელის გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისრაელის გეოგრაფია — ისრაელი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (სანაპირო ზოლი - 230 კმ.). ჩრდილოეთით ესაზღვრება ლიბანი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით - სირია, აღმოსავლეთით - იორდანია, სამხრეთ დასავლეთით - ეგვიპტე. ისრაელს სამხრეთით ესაზღვრება წითელი ზღვა.

ისრაელი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 470 კილომეტრზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ - 135 კილომეტრზე. საზღვრის საერთო სიგრძეა - 1017 კილომეტრი (მათ შორის: პალესტინასთან 307 კმ, ეგვიპტესთან - 266 კმ, იორდანიასთან - 238 კმ, ლიბანთან - 79 კმ, სირიასთან - 76 კმ და ღაზის სექტორთან - 51 კმ)..

ისრაელის ფართობია 22,77 კმ2. უმაღლესი მწვერვალია მერონი (1208 მეტრი).


რელიეფი[რედაქტირება]

ისრაელის ფიზიკური რუკა

ნეგევის უდაბნოს უკავია ისრაელის ტერიტორიის ნახევარი და გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან (იუდეის უდაბნო) სამხრეთისაკენ (აკაბის ყურე). აგებულია კირქვებით. განირჩევა დენუდაციური ფორმები.

ჰიდროლოგია[რედაქტირება]

ქვეყნის უდიდესი მდინარეა იორდანე, რომელიც მიედინაება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. გაივლის კინერეთის ტბას და ჩაედინება მკვდარ ზღვაში.

სხვა მდინარეებს აქვთ მცირე სიგრძე და ჩვეულებისამებრ შრებიან ზაფხულობით. გამონაკლისს შეადგენენ მდინარე კიშონი (სიგრძე 13 კილომეტრი), იარკონი (26 კმ), რომლებიც უერთდებიან ხმელთაშუა ზღვას ხაიფასთან და თელ-ავივთან, და მდინარე ლახიში (70 კმ).

მკვდარი ზღვა - მარილიანი ტბა ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. იგი მსოფლიოში ყველაზე მარილიანი ტბაა. გარდა ამისა იგი ყველაზე დაბალი წერტილია მსოფლიოს მასშტაბით და მდებარეობს ზღვის დონიდან ქვემოთ 417 მეტრზე. ზღვას ერთვის რამდენიმე მშრალი ხევი და მდინარე იორდანე.

კინერეთი - მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი ისრაელში.


ფაუნა[რედაქტირება]

ლელქაშის კატა
ტურა

ისრაელი სამი კონტინენტის შესაყარზე მდებარეობს და ამითაა განპირობებული ის, რომ უხვადაა წარმოდგენილი ფლორისა და ფაუნის არაერთი უნიკალური სახეობა.

ისრაელის ფაუნა მოიცავს 100 სახეობის ძუძუმწოვარს. 500 სახეობის ფრინველს (რომელთა ნახევარზე მეტი მუდმივად ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიაზე, დანარჩენი კი გადამფრენია), 100 სახეობის ქვეწარმავალი, მათ შორის 30 სახეობის გველი და 7 სახეობის ამფიბია.

მტაცებლებიდან გავრცელებულია ლეოპარდი, გეპარდი, ლელქაშის კატა, მგელი, ტურა და სხვა.

გვხვდება კუს ორი სახეობა: ხმელეთისა და ჭაობის. ობობების 17 სახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია სკორპიონი და კარაკურტი.


ფლორა[რედაქტირება]

ისრაელში გავრცელებულია სამი სახეობის მცენარეულობა: ხმელთაშუაზღვიური, ირან-თურანისა და საჰარა-სინდური, რომელიც წარმოდგენილია 2600 სახეობის მცენარით. ამათგან 150 სახეობა გვხვდება მხოლოდ ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელთი არის ეროვნული პარკი, 160 ნაკრძალი და აღკვეთილი.

თანამედროვე ისრაელის ტყეების 70 % გაშენებულია XX საუკუნის მეორე ნახევარში. 1948 წელს ქვეყანაში იყო 4,5 მილიონი ხე, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს მათი რიცხვი 200 მილიონს აჭარბებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]