ისლა-სუარესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძულის მდებარეობა. თანამგზავრული ფოტო

ისლა-სუარესი (ესპ. Isla Suárez) — მდინარის კუნძული ამაზონის აუზში, მდინარე მამორეში.

მდებარეობს ბოლივია-ბრაზილიის საზღვარზე. კუნძული 1867 წლის აიაკუჩოს ხელშეკრულებიდან დღემდე სადავოა ამ ორ ქვეყანას შორის. ასევე სადავოა მდინარე მამორესა და გუაპორეში მდებარე სხვა 80-მდე კუნძული. ისლა-სუარესის 70%-ს დღეს ბრაზილია აკონტროლებს. ფართობი შეადგენს 2.58 კმ²-ს, მაქსიმალური სიგრძე 3.3 კმ-ს, სიგანე 1.1 კმ-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]