ისლანდიის პოლიტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლანდიის პოლიტიკა დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმითაა წარმოდგენილი, ამდენად მთავრობის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. პარლამენტი მრავალპარტიულია. ისლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანაა. აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობას ეკუთვნის. საკანონმდებლო ძალაუფლებით აღჭურვილია მთავრობაც და პარლამენტიც - ალთინგი. ქვეყანა სუვერენულია როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით.

აღმასრულებელი ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხი წლის ვადით არჩეულ პრეზიდენტს შეზღუდული ძალაუფლება აქვს. აღმასრულებელ ფუნქციებს უფრო მეტად პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი ფლობს. ისლანდიის პრეზიდენტი მეტწილად ცერემონიული პირია, რომელიც დიპლომატად მსახურობს და სახელმწიფოს წარმოადგენს. მთავრობის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია, რომელიც კაბინეტთან ერთად, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზრუნავს. კაბინეტს პრეზიდენტი აკომპლექტებს ალთინგში მთავარი არჩევნების შემდეგ, მაგრამ ამ პროცესს უფრო მეტად პოლიტიკური პარტიების ლიდერები განაგებენ და თვითონვე წყვეტენ რომელი პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ და გაინაწილებენ კაბინეტში ადგილებს. ისევე როგორც ყველგან, ალთინგშიც უმრავლესობას ენიჭება უპირატესობა. თუკი განსაზღვრულ დროში პოლიტპარტიათა ლიდერები სავარძლების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდებიან, მხოლოდ ამის შემდეგ კისრულობს პრეზიდენტი კაბინეტის დაკომპლექტებას.

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ისლანდიური პარლამენტი - ალთინგი ისლ. "Alþingi" 1845 წელს დაარსდა როგორც დანიის მეფის სამეთვალყურეო ორგანო. პარლამენტი საერთო ჯამში 930 წელს დაფუძნებულ ძველისლანდიურ საკრებულოს ჰგავდა, რომელმაც დამოუკიდებლობის შეწყვეტამდე - 1799 წლამდე იარსება. ალთინგში 63 წევრია თავმოყრილი. ისინი 4 წლით არიან არჩეულნი პირდაპირი პროპორციული სისტემით, თუკი მანამდე არ გადააყენებენ თანამდებობიდან. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 18 წლიდან ეძლევათ ისლანდიის მოქალაქეებს. 1991 წლამდე ალთინგი ზედა და ქვედა პალატებად იყო გაყოფილი, შემდეგ კი ერთპალატიანად გადაკეთდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძალაუფლების ბრძოლა. მარგერიტ დელ გიუდისი. ეროვნული გეოგრაფია. 2008 წლის მარტი. გვ. 85.