ისიდორე (ეგზარქოსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგზარქოსი ისიდორე.

ისიდორე (ერისკაცობაში იაკობ სერგეის ძე ნიკოლსკი) (დ. 1799 - გ. 1892), საქართველოს ეგზარქოსი 1844-1858 წლებში. დიდ ყურადღებას უთმობდა "ოსეთის სასულიერო კომისიის" საქმიანობას. მისი ინიციატივით 1851 წელს ხელახლა გაიხსნა საეკლესიო კათედრა აფხაზეთში, დაარსდა სასულირო სასწავლებელი ოზურგეთში. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალთა სასულიერო განათლებას. იყო ერთ-ერთი ინიციატორი კავკასიაში "მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი სახოგადოების" შექმნისა. ხელს უწყობდა საეკლესიო-სამონასტრო მიწების ხაზინისათვის გადაცემას (სეკულარიზაცია). 1849 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ბიბლიის ქართული თარგმანის შემსწორებელი პირველი კომტეტი (მონაწილეობდა ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი). 1858 წელს კიევის მიტროპოლიტად გადაიყვანეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
ევგენი
საქართველოს ეგზარქოსი
1844-1858
შემდეგი:
ევსევი