ისარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ისარა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Sagittaria | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
ისარა (Sagittaria), მცენარეთა გვარი წყლის მრავალძარღვასებრთა ოჯახისა. წყლის ან ჭაობის მრავალწლოვანი ბალახებია, აქვთ სამგვარი ფოთოლი: წყალში ჩაყურსული, მოტივტივე და საჰაერო. ერთსახლიანი ან ორსახლიანი მცენარეებია. ცნობილია 20-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ამერიკის ზომიერ და ტროპიკულ სარტყელში (მხოლოდ 3—4 სახეობაა ევრაზიაში). საქართველოში გვხვდება 3 სახეობა. მათგან ერთი — Sagittaria platyphylla — გზადმოყოლილია ჩრდილოეთ ამერიკიდან. ისარა იზრდება ჭაობებში, წყალსატევების ნაპირებზე, სარეველად — ბრინჯის ნათესებში. ხშირად დიდ ფართობზე ქმნის შალდამებს. ზოგ სახეობას შემოდგომაზე უვითარდება სახამებლით მდიდარი გორგლები, რომლებიც იჭმება. ისარა წყლის ფრინველების საკვებია. ზოგი სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 5, გვ. 227, თბ., 1980
სტატიის