ისაბელ I კასტილიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ისაბელ I (კასტილია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისაბელ კასტილიელი

ისაბელ I კასტილიელი (ესპ. Isabel I; დ. 22 აპრილი, 1451, მადრიგალ-დე-ლას-ალტას-ტორესი — გ. 26 ნოემბერი, 1504, მედინა-დელ-კამპო) — კასტილიის დედოფალი 1474 წლიდან, ხუან II კასტილიელის ასული. 1469 წელს ცოლად გაჰყვა ფერდინანდ II არაგონელს. ამ ქორწინებით არაგონსა და კასტილიას შორის დინასტიური უნია დამყარადა. ერმანდადების დახმარებით ისაბელ კასტილიელმა სძლია ფეოდალურ არისტოკრატიას, შეზღუდა ქალაქების თავისუფლება და საფუძველი ჩაუყარა ცენტრალური მმართველობის სისტემას. მის დროს გრანადის დაპყრობით (1492 წ.) დასრულდა რეკონკისტა. 1501-1503 წწ. ესპანეთი დაეუფლა ნეაპოლის სამეფოს, მოეწყო ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციები და საფუძველი ჩაეყარა ესპანეთის იმპერიის შექმნას. ისაბელ კასტილიელის რელიგიური პოლიტიკა ფანატიზმით გამოირჩეოდა: 1480 წელს დააარსა ინკვიზიცია, 1492 წელს ესპანეთიდან განდევნა ებრაელები, ძალდატანებით გააქრისტიანა მუსულმანები და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება]