ისააკი (ქარიშხალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისააკი კოსმოსიდან

ქარიშხალი ისააკი — ნელა მოძრავი ტროპიკული ციკლონი, რომელმაც 2012 წლის აგვისტოს ბოლოს მძიმედ დააზიანა აშშ-ის მექსიკის ყურის სანაპირო. ქარიშხლად გადაქცევამდე, ისააკს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ატმოსფერული წნევა ჰქონდა; 28 აგვისტოს, ის 976 მეგაბარს აღწევდა.[1] ისააკი მეცხრე ტროპიკული ციკლონი და მეცხრე სახელდარქმეული შტრომია 2012 წლის ატლანტიკურ ქარიშხალთა სეზონზე. იგი ტროპიკულ ტალღად 21 აგვისტოს, მცირე ანტილის კუნძულების აღმოსავლეთით გადაიქცა, მომდევნო დღეს კი ტროპიკულ შტორმად იქცა. ისააკმა კუნძული ჰაიტი და კუბა უკვე როგორც ძლიერმა ტროპიკულმა შტორმმა გადაკვეთა, სადაც (ჰაიტიზე) 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვრეპლა, შემდეგ კი მექსიკის ყურეში შევიდა.

ქარიშხლის სიძლიერეს ისააკმა 28 აგვისტოს დილას მიაღწია. აშშ-ის ნაპირზე 6:45 p.m-ზე გამოჩნდა, საღმოს კი უკვე მისისიპის შესართავთან იყო. მეორე და საბოლოო დარტყმა 2:00 a.m.-ზე ლუიზიანის შტატში, პორტ-ფურშონში განახორციელა. აშშ-ში ქარიშხალს 9 ადამიანი ემსხვერპლა, 5 ლუიზიანაში და 4 ფლორიდაში.[2] საერთო ჯამში კი ისააკმა 41 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთლიანმა ზარალმა 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. weather.unisys.com. წაკითხვის თარიღი: 2012-09-01.
  2. Isaac's floodwaters recede in Louisiana leaving a sopping mess; Romney, Obama plan visits. The Star Phoenix. წაკითხვის თარიღი: 31 August 2012.