ირმისბაწარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირმისბაწარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ბაწარასებრნი
გვარი:  ბაწარა
სახეობა:  ირმისბაწარა
ლათინური სახელი
Hericium coralloides (Scop.) Pers. (1794)

ირმისბაწარა (ლათ. Hericium coralloides) — საჭმელი სოკო ბაწარასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს.

იშვიათი სოკოა. საჭმელად გამოიყენება ახალი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში მკვდარ და დამპალ ხეებზე, უპირატესად წიფელზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა იტალიელმა ბუნებისმეტყველმა ჯოვანი ანტონიო სკოპოლიმ 1772 წელს როგორც Hydnum Coralloides.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელი მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1794 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Hydnum coralloides Scop., 1772basionym
  • Dryodon coralloides (Scop.) P. Karst., 1881
  • Friesites coralloides (Scop.) P. Karst., 1880
  • Manina coralloides (Scop.) Banker, 1912

და სხვები.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაყოფსხეული ფორმისა და ზომის მიხედვით ვარირებს, მისი დიამეტრი 10–40 სმ-მდე აღწევს,[3] ძლიერ დატოტვილია, მარჯნისებრი ფორმის, ტოტები ქვემოთ მიმართული გრძელი წაწვეტებული ეკლებით არის დაფარული, მოთეთრო-კრემისფერი ან ღია მოყვითალო შეფერილობის, მოგვიანებით ზოგჯერ უფრო მუქი, მოყვითალო-მოყავისფრომდე.

რბილობი — თავდაპირველად თეთრია, შემდგომში მოყვითალო, განსაკუთრებული სუნის გარეშე, ოდნავ მომწარო გემოთი.[4]

სპორების ფხვნილი — ამილოიდური, თეთრი. სპორები — სფეროსებრი, გლუვი ან ოდნავ ხაოიანი, უფერული, 3.5–4.5 X 3–3.5 მკმ. მეჭეჭებიანი ზედაპირით.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება ფოთლოვან ტყეებში მკვდარ და დამპალ ხეებზე[5] ან ცოცხალი ხეების ფუღუროში, აგრეთვე (იშვიათად) ტყეებს გარეთ, განსაკუთრებით წიფელზე, იშვიათად თელაზე, მუხაზე არყზე და ა.შ. უპირატესობას ანიჭებს ნესტიან ადგილებს.

სოკო შეტანილია პოლონეთის,[6] ბელგიის, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, ჩეხეთის, გერმანიის, დანიის, ინგლისის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ფინეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. G.A. Scopoli: Flora Carniolica, 2. ed.. T. II. 1772, s. 472–473.
  2. C.H. Persoon. Neuer Versuch einer systematischen Eintheilung der Schwamme. „Neues Magazin für die Botanik”, s. 109, 1794 (niem.).
  3. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 50, ISBN 99940-856-1-1.
  5. 5.0 5.1 Władysław Wojewoda, Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1
  6. Zbigniew Mirek, Kazimierz Zarzycki, Władysław Wojewoda, Zbigniew Szeląg, Red list of plants and fungi in Poland. Czerwona lista roślin i grzybów Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, PAN, 2006, ISBN 83-89648-38-5.