ირმა შიოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირმა შიოლაშვილი
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1974(1974-03-29) (50 წლის)
დაბადების ადგილი Dedoplistsqaro
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი
Magnum opus ფოთლების ხიდი

ირმა ივანეს ასული შიოლაშვილი (გერმ. Irma Britze-Schiolaschwili; დ. 29 მარტი, 1974, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირმა შიოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 29 მარტს დედოფლისწყაროს რაიონში.

1991 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს პირველი საშუალო სკოლა, 1996 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის და ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრაზე ასპირანტურაში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“.

ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანება „კოლგეს“ წევრი.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „არარსებული სიტყვა“ (ლექსები), რედაქტორი ლია შარვაშიძე, თბ. „მერანი„, 1992
  • „მოლურჯო თაღი“ (ლექსები რუსულად და ქართულად), თარგმანი ბექა ლაშხიასი, ქართული ტექსტის რედაქროტრი შოთა ნიშნიანიძე; რუსული ტექსტის რედაქტორი მაია გაიდაროვა, თბ. „მეცნიერება“, 1996
  • „ცრემლის ნაფეხური“ (ლექსები), რედაქტორი ლეილა მესხი - თბ. „მერანი“, 2002 - ISBN 99928-946-0-1
  • „ფოთლების ხიდი“ (ლექსები), რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, თბ. „საარი“, 2009 – ISBN 978-99940-60-75-7
  • „ფოთლების ხიდი“ (გერმანულად: Eine Brücke aus bunten Blättern)[1], ული როტფუსის (Uli Rothfuss) რედაქციითა და წინათქმით; მთარგმნელები: Agnes Giesbrecht-Gossen, Irma Berscheid-Kimeridze, Heide Rieck, Thomas Berscheid, Joachim Britze; , ქალაქი ლუდვიგსბურგი, გამომცემლობა „Pop“, 2012 – ISBN 978-3-86356-025-6
  • „ორშაბათი“ (ლექსები), რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე, თბ. „საუნჯე“, 2013 – ISBN 978-9941-442-77-3

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]