ირლანდიური ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირლანდიური ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა ირლანდია
თვისებები
წონა 11-12 კგ.
სიმაღლე 46-48 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ირლანდიური ტერიერი (ირლ. Brocaire Gaelach) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ირლანდიაში XVIII საუკუნეში.

კორკის (სამხრეთ ირლანდია) მიდამოებში მიღებული, ეს სიცოცხლის ,ოყვარული ტერიერი, როგორც ჩანს, უძველესი შავ-ხორბლისფერი და ხორბლისფერი ტერიერებისგან მოდის. თუმცა დღეს ირლანდიური ტერიერი ძირითადად კომპანიონების სახით ჰყავთ, ირლანდიაში ზოგჯერ მის შესანიშნავ თვისებებს ნადირობის დროსაც იყენებენ. ირლანდიური ტერიერი ძალიან კარგად მუშაობს წყალში, დაუნდობლად ანადგურებს მღრღნელებს და სხვა მავნებლებს. აშშ_ში ამ თვისებებს აძლიერებენ ხელოვნურ კურდღელზე ნადირობით.

მსუბუქი, თავისუფალი სირბილი და სხეულის ლამაზი ნაკვთები ირლანდიურ ტერიერს ამ ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ წევრად აქცევს. შინაურებთან ალერსიანი და გულღია "ირლანდიელი" ნამდვილი ტერორისტია თავისი თანამოძმეების მიმართ - ის თავს არ არიდებს ჩხუბს, თუნდაც მოწინააღმდეგე მასზე ძლიერი იყოს: ძაღლის საყელოო და თასმის გარეშე მხოლოდ ძალიან კარგად გაწვრთნილი ირლანდიური ტერიერის გასეირნება შეიძლება. ის კარგად უძლებს სიცივეს და ქალაქის პირობებს ადვილად ეგუება. ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, კარგი მოდარაჯეა. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. ირლანდიურ ტერიერს აქვს მცირე ზომის და ზომიერად სქელი V-ს ფორმის ყურები, გრძელი, მასიური და ძლიერი ყბები, მაღლა აწეული კუდი, უხეში, მავთულისებრი, ბალანი, სწორი, დაკუნთული ფეხები. მცირე, მოხდენილ წვერს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]