ირინე ალექსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირინე ალექსანდრეს ასული ალექსიძე (დ. 21 იანვარი, 1914, თბილისი — გ. 21 თებერვალი, 1996) — ქართველი ბალერინა. საქართველოს სახალხო არტისტი (1960).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის საბალეტო სტუდია. 1939 წელს მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1941 წელს თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1944-1961 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. ალექსიძის შესრულებას ახასიათებდა დამაჯერებლობა, დრამატული სიმძაფრე, ემოციურობა. როლები: ჯავარა (დ. თორაძის „გორდა“, სახელმწიფო პრემია, 1951), ნიავი (გ. კილაძის „სინათლე“), მანიჟე (ა. ბალანჩივაძის "მთების გული“), ზოია რუხაძე (დ. თორაძის „მშვიდობისათვის“) და სხვა. დაჯილდოებულია ორი ორდენითა და მედლით.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]