ირიკის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირიკის ეროვნული პარკი

Parc national d'Iriqui

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
L’Oasis sacrée d’oum Lâalag (signpost).JPG
მდებარეობა მაროკოს დროშა მაროკო
უახლოესი ქალაქი ზაგორა
კოორდინატები 29°50′ ჩ. გ. 6°31′ ა. გ. / 29.833° ჩ. გ. 6.517° ა. გ. / 29.833; 6.517
ფართობი 123 000 ჰა
დაარსდა 1994

ირიკის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national d'Iriqui) — ეროვნული პარკი მაროკოში. შეიქმნა 1994 წელს, ფართობი 123 000 ჰექტარია.

ეროვნული პარკი მდებარეობს მდინარე დრაასა და ანტი-ატლასის მთების სამხრეთ კალთებს შორის, ზაგორისა და ტატის პროვინციების ტერიტორიაზე.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

პარკისათვის დამახასიათებელია სამხრეთ მაროკოსათვის ტიპური უდაბნოს ლანდშაფტი. მცენარეულობა წარმოდგენილია ხეებიანი სტეპებისა და აკაციებიანი სავანების სახით. ზოგიერთი დიუნა დაფარულია მცენარე იალღუნით.[1]

სველ სეზონებში, დროებითი ტენიანი ადგილი ხდება ირიკის ტბა, სადაც იზამთრებს მრავალი გადამფრენი ფრინველი, მათ შორის ფლამენგოები, იხვები და ბატები. აღნიშნული ტბა პარკისათვის მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მახასიათებელია. პარკის შემქნისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჭარბტენიანი ადგილის რეაბილიტაცია.[1]

პარკში სახლობენ სავათები, სირაქლემები, ბერბერული ცხვრები, გაზელი დორკასი, ორიქსები და აფთრები.[2] ასევე მრავლადა არიან რეპტილიები.

ადამიანთა დასახლებები[რედაქტირება]

გარდა რამდენიმე მკვიდრი ოჯახისა, პარკის ტერიტორიაზე ადამიანთა ძირითადი დასახლებები ნომადური ხასიათისაა.

ტურიზმი[რედაქტირება]

მდიდარი ლანდშაფტი და კულტურული მემკვიდრეობა პარკს ეკოტურიზმის დიდ პოტენციალს აძლევს, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს ადგილობრივთა ეკონომიკური მდგომარეობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Parc National d’lriqui
  2. Sylvie Jourjon: L’Oasis Sacrée d’Oum Lâalag. 5 December 2012 (French).