ირემლაღი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ირემლაღი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Cervus dama | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
ირემლაღი (Cervus dama) — ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 130 სმ აღწევს. მასა 90 კგ. ზაფხულობით ჟანგისფერ-მოწითალოა, თეთრხალებიანი, ზამთრობით ნაცრისფერ-მურა ფერს იღებს. გვხვდება თეთრი ან შავი ირემლაღიც. გავრცელებულია მცირე აზიისა და ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკის ტყეებში. კვებება ბალახით, ფოთლებით, სოკოებით, ნაყოფით. შობს 1-2 ნუკრს. მრავალი ქვეყნის პარკებსა და ნაკრძალებში ირემლაღს აშენებენ როგორც დეკორატიულ და სანადირო ცხოველს. ველური ირემლაღი გვხვდება მხოლოდ სამხრეთ ირანში (ისიც რამდენიმე ათეული), სადაც საგანგებოდ იცავენ.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 219, თბ., 1980 წელი.