ირან-პაკისტანის ბარიერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირან-პაკისტანის ბარიერი გამყოფი კედელი, რომელსაც ირანი აშენებს პაკისტანთან საზღვრის გასწვრივ. 90 სმ სისქისა და 3 მეტრი სიმაღლის არმირებული ბეტონის კედელი 700 კმ სიგრძის საზღვარს მოიცავს ტაფტანიდან მანდამდე. პროექტი მოიცავს მიწისა და ქვის გამაგრებებსა და ვრცელ თხრილებს. საზღვრის გასწვრივ უკვე აღმართულია პოლიციის სათვალთვალო კოშკები და სამხედო გარნიზონები. ირანსა და პაკისტანს სასაზღვრო უთანხმოებები არ აქვთ.