ირანის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანის დროშა
ირანი
მიღებულია 29 ივლისი, 1980
პროპორცია 4:7
ავტორთა კოლექტივი
კომპიუტერული
დიზაინი
ჰამიდ ნადიმი
სიმბოლიკა დროშა შედგება სამი ფერისაგან: მწვანე, თეთრი და წითელი. ასევე დროშის შუა ზოლში გამოხატული ირანის გერბი - სპარსული ხანჯალი ტიტის ფორმაში, რომელიც წარმოდგენილია სიტყვისაგან ალაჰი

ირანის დროშაირანის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო (გერბთან და ჰიმნთან ერთად). მისი ამჟამინდელი ვარიანტი მოქმედებს 1980 წლის 29 ივლისიდან, ირანის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ.

დროშაზე გამოსახულია სამი სწორი ჰორიზონტალური ზოლი: მწვანე, თეთრი და წითელი. ფერები სომბოლურია. მწვანე ნიშნავს ნაყოფიერებას, წესრიგსა და სიხარულს, თეთრი – მშვიდობას, წითელი – გულადობას.[1][2]

ეს ფერები ირანის დროშაზე ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დომინირებდა, მას იყენებდნენ შაჰები. ცენტრში გამოსახული იყო ლომი მახვილით, ძველი სპარსეთის სიმბოლო.

ირანის რევოლუციის შემდეგ ლომი ჩაანაცვლეს ალაჰის სიტყვით, ის შედგება ოთხი ნახევარმთვარისა და შუაში მახვილისაგან.

ისტორიული დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები დროშა პროპორცია მთავრობა შენიშვნები
1502–1524 სეფიანთა დინასტია ისმაილ I–ის დროშა, მწვანე ოქროს სრული მთვარით.
1524–1576 სეფიანთა დინასტია თამაზ I–ის დროშა, ლომისა და თხის გამოსახულებით.
1576–1736 სეფიანთა დინასტია ისმაილ II-ისა და მისი მემკვიდრეების დროშა, მწვანე ოქროთი მოქარგული ლომისა და მზის გამოსახულებით.
1736–1747 აფშარიდების დინასტია ნადირ-შაჰის სამეფო დროშა, ყვითელი ფონითა და წითელი კონტურით. გამოსახულია ლომი და მზე.
1747–1720 აფშარიდების დინასტია სახელმწიფო დროშა, ირანის ამჟამინდელი სამფეროვანი დროშია შვიდზოლიანი წინამორბედი. თუმცა მწვანეს ნაცვლად ლურჯიზოლია.
1720–1779 ზანდების დინასტია სამკუთხა თეთრი დროშა, მწვანე კონტურით, ცენტრში გამოსახულია ლომი და მზე.
1779–XIX საუკუნე ყაჯარების დინასტია აღა-მაჰმად-ხანის დროშა.
XIX საუკუნე ყაჯარების დინასტია ფეთხ ალი-შაჰის დროშა.
XIX საუკუნე ყაჯარების დინასტია ამირ-კაბირის სახელმწიფო დროშა. ჰგავს ყაჯარების წინა დროშას, მაგრამ აქ გამოსახულია მწვანე ზოლი ზევით და წითელი ქვევით. ირანის ამჟამინდელი სამფეროვანი დროშის პირდაპირი წინამორბედია.
1906–1925 1:3 ყაჯარების დინასტია სახელმწიფო დროშა. მოქმედებდა სპარსეთის კონსტიტუციური რევოლუციის დროს. ფერებს სომბოლური მნიშვნელობა აქვს: მწვანე ისლამს ნიშნავს, წითელი წამებულთა სისხლს, ხოლო თეთრი მშვიდობასა და ზოროასტრიზმს.
1925–1964 1:3 ფეჰლევის დინასტია სახელმწიფო დროშა. ყაჯართა უკანასკნელი დროშის მსგავსია, მაგრამ უფრო მუქი ფერებით.
1964–1979 4:7 ფეჰლევის დინასტია სამოქალაქო დროშა. წინა დროშის მსგავსია, თუმცა განსხვავებული პროპორციებით.
1925-1979 4:7 ფეჰლევის დინასტია
1979-1980 4:7 ირანის დროებითი მთავრობა
1980–დღემდე 4:7 ირანის ისლამური რესპუბლიკა ირანის თანამედროვე დროშა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]