ირაგა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ირაგა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Anthemis | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
ირაგა (Anthemis) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქბალახებია. 150-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში 50-მდე სახეობა იზრდება, საქართველოში — 19, აქედან 3 საქართველოს ენდემია, 2 — კავკასიისა. სახეობათა უმრავლესობა გავრცელებულია სუბალპური და ალპური სარტყლის კლდეებსა და ნაზვავებზე, ნაწილი — ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, ველებზე, ტყისპირებზე, რუდერალურ ადგილებზე. ზოგი სახეობა ნათესების სარეველაა, ზოგი დეკორატიულია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 206, თბ., 1980 წელი.