იპოლიტო II დ’ესტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იპოლიტო II დ’ესტე (იტალ.: Ippolito II d’Este) ( * 25 აგვისტო 1509, ფერარა; † 2 დეკემბერი 1572, ფერარა) - იყო ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ალფონსო I-ის და მისი მეუღლის ლუკრეცია ბორჯიას მეორე ვაჟი.

10 წლის ასაკში პატარა იპოლიტო, ბიძის იპოლიტო I დ’ესტეს მემკვიდრედ დაინიშნა მილანის არქიეპისკოპოსად. 1539 წელს საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის უშუალო ჩარევის შედეგად იპოლიტო II-ემ კარდინალის ქუდი მიიღო. ფრანსუა I იმედოვნებდა, რომ ეს უკანასკნელი სამაგიეროდ საფრანგეთის პოლიტიკის მხარდამჭერი იქნებოდა რომის პაპის კარზე. იპოლიტომ, როგორც საფრანგეთის კანდიდატმა რამდენიმე კონკლავზე მიიღო მონაწილეობა, თუმცა პაპად არჩეული არ იქნა.

იპოლიტო II-ემ ქალაქ ტივოლიში ააგო ცნობილი სასახლე ვილა დ’ესტე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]