იო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იო (თანამგზავრი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იო (მრავალმნიშვნელოვანი).
იო

იო (ბერძნ. Ιώ) — იუპიტერის თანამგზავრი, ყველაზე ახლო პლანეტასთან გალილეის მიერ აღმოჩენილ ოთხ თანამგზავრთა შორის. გამოირჩევა მძლავრი ვულკანური აქტივობით.

იო აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს მისი ისტორიაში პირველი ტელესკოპის მეშვეობით. თანამგზავრის აღმოჩენაზე პრეტენზიას ასევე აცხადებდა გერმანელი ასტრონომი სიმონ მარიუსი, რომელიც იოს 1609 წელს აკვირდებოდა, თუმცა ეს აღმოჩენა დროულად ვერ გამოქვეყნდა.

სახელწოდება "იო" შემოთავაზებული იქნა სწორედ მარიუსის მიერ 1614 წელს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებოდა. გალილეიმ მის მიერ აღმოჩენილი ოთხი თანამგზავრი "მედიჩის პლანეტებით" მოიხსენია და მათ მიმდევრობის მიხედვით ნომრები მიუჩინა. იო აღინიშნებოდა, როგორც იუპიტერის პირველი თანამგზავრი. სახელწოდება "იო" საყოველთაო მხოლოდ XX საუკუნის შუა წლებიდან გახდა.

თანამგზავრის სახელი მომდინარეობს ძველ ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟიდან: იო ერქვა ულამაზეს ქალიშვილს, რომელიც ზევსს (იუპიტერს) უყვარდა.



მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იო&oldid=2742012“-დან