იოჰან იაკობ შეიხცერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან იაკობ შეიხცერი
Johann Jakob Scheuchzer.jpg
იოჰან იაკობ შეიხცერი
დაბადების თარიღი:

2 აგვისტო 1672

დაბადების ადგილი:

ციურიხი

გარდაცვალების თარიღი:

23 ივნისი 1733

გარდაცვალების ადგილი:

ციურიხი

სამეცნიერო სფერო:

გეოლოგია
პალეონტოლოგია
მათემატიკა

იოჰან იაკობ შეიხცერი (დ. 2 აგვისტო 1672, ციურიხი — გ. 23 ივნისი 1733, იქვე) — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი. გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის „ლეოპოლდინას“ წევრი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

შეიხცერი სწავლობდა ალტდორფსა და უტრეხტში. 1696 წლიდან - ქალაქის ექიმი, ხოლო მოგვიანებით ციურიხის ქალაქის ექიმი. 1710 წლიდან მათემატიკის პროფესორი, 1733 წლიდან ფიზიკის პროფესორი ციურიხის ერთ-ერთ გიმნაზიაში. სწავლობდა ალპების მყინვარებსა და გეოლოგიურ აგებულებას. გამოაქვეყნა რიგი ნაშრომები პალეონტოლოგიასა და გეოლოგიაში.

ი.ი. შეიხცერი იზიარებდა შეხედულებას მსოფლიო წარღვნის შესახებ, რომლის შედეგად წარმოიშვნენ დანალექი ქანები მათში განამარხებულ ცხოველთა ნაშთებით (1708). ამრიგად დილუვიონისტი იყო. აღწერა არაერთი სახეობის განამარხებული მცენარე და ცხოველი. 1700 წელს გამოავლინა სალამანდრას მსხვილი განამარხებული ჩონჩხი (Andrias Scheuchzeri Cuvier), თუმცა შეცდომით მხედველობაში მიიღო როგორც ადამიანის ჩონჩხი.

[რედაქტირება] თხზულება

  • Physica sacra..., iconibus aeneis illustrata procurante..., t. 1—4.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Steiger R., Johan Scheuchzer (1672-1733), Z., 1927.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე