იოჰანეს ვალთერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰანეს ვალთერი
გერმ. Johannes Walther
დაბ. თარიღი 20 ივლისი, 1860(1860-07-20)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ორლის ნოიშტადტი[1]
გარდ. თარიღი 4 მაისი, 1937(1937-05-04)[1] [2] [3] (76 წლის)
გარდ. ადგილი ბად-ჰოფგაშტაინი
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია
საქმიანობა გეოლოგი, პალეონტოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და Stazione Zoologica Anton Dohrn
ალმა-მატერი იენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[1]

იოჰანეს ვალთერი (გერმ. Johannes Walther; დ. 20 ივლისი, 1860, ნოიშტადტი — გ. 4 მაისი, 1937, ბად-ჰოფგაშტაინი) — გერმანელი გეოლოგი და პალეონტოლოგი.

1882 წელს დაამთავრა იენის უნივერსიტეტი. ჯერ ლაიფციგში, ხოლო შემდეგ მიუნხენში სწავლობდა გეოლოგიასა და პალეონტოლოგიას. იენისა (1890-1896) და ჰალეს (1896-1929) უნივერსიტეტების პროფესორი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1930).

ძირითადი შრომები აქვს ლითოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ფაციესთა მოძღვრების, პალეოგეოგრაფიის, ნიადაგთმცოდნეობისა და ბიოლოგიის დარგში. იკვლევდა გაუდინარი არეების გეოლოგიას, თანამედროვე და განამარხებული უდაბნოების წარმოქმნის მიზეზებს. ვალთერმა დაადგინა, რომ შრეები წარმოიქმნება ფაციესთა გადანაცვლების დროს, რასაც მუდამ თან სდევს ნალექთა ლითოლოგიური შედგენილობის შეცვლა. მოგზაურობდა მრავალ ქვეყანაში, მ.შ. იმყოფებოდა ცეილონში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, შოტლანდიაში, რუსეთში, თურქმენეთში.

დიდ ყურადღებას უთმობდა გეოლოგიური კვლევის მეთოდების დამუშავებას, განსაკუთრებით აქტუალიზმის მეთოდს. ვალთერის შრომები ზღვის ბიოლოგიაში საფუძვლად დაედო ოკეანოლოგიისა და ეკოლოგიის განვითარებას.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Einleitung in die Geologie als historische Wissenschaft (1893–1894)
  • Geschichte der Erde und des Lebens (1908)
  • Allgemeine Paläontologie (1919–1927)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #119060159 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია