იოუნ სოურ ბირგისონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოუნსი

იოუნ სოურ „იოუნსი“ ბირგისონი (ისლ: Jón Þór "Jónsi" Birgisson IPA: [ˈjouːn ˈθouːr ˈpɪrkɪsɔn, ˈjounsɪ] ; დ. 1975 წ-ის 23 აპრილი) არის ისლანდიური როკ ჯგუფის Sigur Rós-ის ვოკალისტი და გიტარისტი. აქვს გიტარაზე ვიოლინოს ხემით დაკვრის კარგი ტექნიკა და ასრულებს ფალსეტოს, სხვა ცნობებით ფლობს კონტრატენორს[1].

90-იან წ-ებში იოუნსი იყო გრანჯ ჯგუფ Stoned-ისა და Bee Spiders-ის ლიდერი. 1994-დან არის Sigur Rós-ის ლიდერი. იოუნსი მისი შეყვარებულის, ალექსის მსგავსად არის უმი საჭმლით ვეგანი.

მან და მისმა პარტნიორმა ალექს სომერსმა ერთად შექმნეს პროექტი Riceboy Sleeps. დამოუკიდებლად წერს ელექტრონულ მუსიკას ფსევდონიმით ფრაჰქური (ისლ: Frakkur). მარჯვენა თვალით ბრმაა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Scott Heisel. The Icelandic contingent return with the soundtrack to their soul.. Alternative Press. წაკითხვის თარიღი: 14 ноября 2008.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]