იოსებ ნავრატილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ ნავრატილი

იოსებ ნავრატილი (ინგლ. Josef Navrátil; დ. 17 თებერვალი, 1798, სლანი — გ. 21 აპრილი, 1865, პრაღა) — ჩეხი ფერმწერი. სწავლობდა პრაღის სამხატვრო აკადემიაში (1819–1823). მუშაობდა ჩეხი და გერმანელი მაღალი წრის წარმომადგენელთა დაკვეთით, მოხატა მათი სასახლეები. ნავრატილის მცირე ზომის ზომის პეიზაჟებმა, ნატურმორტებმა და ყოფის ამსახველმა სურათებმა, რომლებიც გამოირჩევიან ძერწვის თავისუფალი მანერითა და მდიდარი კოლორიტით, საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ჩეხურ რეალისტურ ფერწერას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]