იოსებ აბაკელია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია(დ. 2 მარტი/15 მარტი, 1882, ქუთაისი ― გ. 1938), ქართველი ფთიზიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1924), პროფესორი (1930).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აბაკელიას თაოსნობით დაარსდა თბილისის პირველი ტუბერკულოზის ამბულატორია (1922; 1925-იდან I ტუბდისპანსერი) და ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტიტუტი (1930). 1938-მდე ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები; ავტორია პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ტუბერკულოზის შესახებ. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 12, თბ., 1975
  • ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 12, თბ., 1997