იოსები (ბიბლია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსები.
იოსების მოსასხამის იაკობისთვის მიტანა, ჯოვანი ანდრი დე ფერარი, 1640წ.

იოსები — ბიბლიური პერსონაჟი, იაკობისა და რახილის პირმშვენიერი და საყვარელი ძე. შურიანმა ძმებმა იოსები მონად მიჰყიდეს ვაჭრებს, რომლებმაც იგი ეგვიპტეში წაიყვანეს. აქ იოსები ჯერ საპყრობილეში მოხვდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ფარაონის კარზე აღზევდა და მამა და ძმები ეგვიპტეში მიიწვია (დაბადება, 37—50). იოსების სიკვდილის შემდეგ ებრაელები ეგვიპტეში მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და მონობისაგან თავის დასაღწევად მოსეს წინამძღოლობით ქანაანში დაბრუნდნენ. თქმულება იოსებზე , რომელიც ბიბლიური პატრიარქების ციკლს განეკუთვნება, გამოძახილია ებრაელთა ისტორიაში მომხდარი მიგრაციებისა. იოსების თქმულების ცალკეული სიუჟეტები მხატვრულ ლიტერატურაში დამუშავებული აქვთ ფირდოუსის, ჯამის, თ. მანს. ქართულ ლიტერატურაში აღსანიშნავია „იოსებზილიხანიანის“ ანონიმური ვერსია და თეიმურაზ I-ის ამავე სახელწოდების პოემა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შანიძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 203, თბ. 1980
  • Bentzen A., Introduction to the Old Testament, Cph., 1962