იონიშკისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
იონიშკისი
Joniškis
|
იონიშკისი (ლიტვ. Joniškis, პოლ. Janiszki, რუს. Янишки) — ქალაქი ჩრდილოეთ ლიტვაში, მდებარეობს ლატვიის საზღვრიდან 14 კილომეტრში. იონიშკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ვილნიუსიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით 253 კილომეტრზე. კაუნასიდან ჩრდილოეთით 187 კილომეტრზე, ხოლო შიაულიაიდან 39 კმ. ასევე ჩრდილოეთით.
გერბი მიიღეს 1992 წელს. მასზე გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც ამარცხებს დრაკონს.
ისევე როგორც ლიტვის ქალაქების უმრავლესობაში იონიშკისშიც მოსახლეობის უმრავლესობას ებრაელები შეადგენდნენ. 1897 წლის მონაცემებით ქალაქში მაცხოვრებელი 4 774 ადამიანიდან 2 272 ებრაელი იყო. პირველსა და მეორე მსოფლიო ომს შორის პერიოდში აქ ცხოვრობდა დაახლოებით 700 ებრაელი. მოქმედებდა ებრაული სკოლა და სამი სინაგოგა.

