იონა ვაკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იონა ვაკელი
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1900(1900-11-10)
დაბადების ადგილი ვაკე (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი, 1988(1988-04-01) (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

იონა ვაკელი (ნამდვილი სახელი იონა ლუკას ძე მეგრელიძე; დ. 10 ნოემბერი, 1900, ვაკე, ოზურგეთის მაზრა — გ. 1 აპრილი, 1988, თბილისი) — ქართველი მწერალი და დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო ფოთში. 1911 წელს მამა ოზურგეთის საპყრობილეში გარდაეცვალა. მესამე კლასის შემდეგ უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და 1916 წელს სოფელს დაუბრუნდა. 1920 წელს წარჩინებით დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები. შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. მისი პირველი ლექსი „გურია“ 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მხედარში“, ლექსთა პირველი კრებული კი 1922 წელს. 1931-1932 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს, პოემებს, პიესებს, თარგმანებს. განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართულ დრამატურგიას, მათგან დიდი წარმატებით სარგებლობდა პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, რომელიც 1933 წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში. ასევე დიდი მოწონება ხვდა წილად დრამატურგის პიესებს: „შამილს“ (1934), „გიორგი სააკაძეს“ (1939), „რვალს“ (1952), „ხელაშვილის ოჯახს“ (1962). მანვე დიდი ოსტატობით თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ოდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]