იომ-ქიფური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორის გოტლიბი, ებრაელები ლოცულობენ სინაგოგაში იომ-ქიფურის დღეს, ვენა, 1878.

იომ-ქიფური (ივრ. יוֹם כִּפּוּר, სიტყვასიტყვით «მიტევების დღე», ითარგმნება როგორც «გამოსყიდვის დღე», «განკითხვის დღე») — იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაული; მარხვის, აღსარებისა და ცოდვების მიტევების დღე; აღინიშნება ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს და მონანიების ათი დღის დასასრულია.


იომ-ქიფური და ქრისტიანობა[რედაქტირება]

ქრისტიანთა უმრავლესობა იომ-ქიფურს, როგორც «მიტევების», «გამოსყიდვის», «განკითხვის» დღეს არ აღნიშნავს, რადგანაც იგი ახალ აღთქმაში არ მოიხსენიება. თუმცა სწავლულები და თეოლოგები პოულობენ მჭიდრო კავშირს «იომ-ქიფურის» მნიშვნელობასა და ქრისტეს სამსჯავროზე წარდგომის დღეს შორის, რომელსაც მომავალში მოელიან ქრისტიანები.

მართლმადიდებლურ რელიგიაში იომ-ქიფურის დღეს შეესაბამება ორი დღე:

  • ჯვართამაღლების წინა დღე, რომელიც ასევე სექტემბერში აღინიშნება მძიმე მარხვითა და ლოცვით, თუმცა ეს დღე ფიქსირებული თარიღია. ამ ორ რელიგიურ თარიღს შორის კავშირის რეალობას ბევრი თეოლოგი აღნიშნავს.
  • დიდი პარასკევი - ვნების კვირის პარასკევი, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იხსენებენ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს , როდესაც იესომ გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები. მართლმადიდებლები ამ დღეს მკაცრად მარხულობენ და ლოცულობენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]