იომ-ქიფური
ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იომ-კიპური)
იომ-ქიფური (ივრ. יוֹם כִּפּוּר, სიტყვასიტყვით «მიტევების დღე», ითარგმნება როგორც «გამოსყიდვის დღე», «განკითხვის დღე») — იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაული; მარხვის, აღსარებისა და ცოდვების მიტევების დღე; აღინიშნება ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს და მონანიების ათი დღის დასასრულია.
[რედაქტირება] იომ-ქიფური და ქრისტიანობა
ქრისტიანთა უმრავლესობა იომ-ქიფურს, როგორც «მიტევების», «გამოსყიდვის», «განკითხვის» დღეს არ აღნიშნავს, რადგანაც იგი ახალ აღთქმაში არ მოიხსენიება. თუმცა სწავლულები და თეოლოგები პოულობენ მჭიდრო კავშირს «იომ-ქიფურის» მნიშვნელობასა და ქრისტეს სამსჯავროზე წარდგომის დღეს შორის, რომელსაც მომავალში მოელიან ქრისტიანები.
მართლმადიდებლურ რელიგიაში იომ-ქიფურის დღეს შეესაბამება ორი დღე:
- ჯვართამაღლების წინა დღე, რომელიც ასევე სექტემბერში აღინიშნება მძიმე მარხვითა და ლოცვით, თუმცა ეს დღე ფიქსირებული თარიღია. ამ ორ რელიგიურ თარიღს შორის კავშირის რეალობას ბევრი თეოლოგი აღნიშნავს.
- დიდი პარასკევი - ვნების კვირის პარასკევი, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იხსენებენ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს , როდესაც იესომ გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები. მართლმადიდებლები ამ დღეს მკაცრად მარხულობენ და ლოცულობენ.
[რედაქტირება] იხილეთ ასევე
|
|||||||||||||||||

