იოკაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოკაიტი, ქალაქი და ნავსადგური იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ ნაწილში, იესეს ყურის ნაპირზე. მიეს პრეფექტურაში. ქვეყნის მნიშვნელოვანი ნავთობგადასამუშავებელი და ნავთობქიმიური ცენტრი. ბამბის ქსოვილების, ქაშანურ-კერამიკის, მინის ნაკეთობათა დამზადება. ფერადი მეტალურგია (სპილენძსადნობი ქარხანა), ელექტრომანქანათმშენებლობა. თესი. ზღვისპირა კურორტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]