იოკაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სული ოივა ჩირაღდნის განსახიერებაში. კლასიკური სულების ისტორიიდან „იოცუია კაიდან“.

იოკაი (妖怪? „მოჩვენება“, „სული“, ან „დემონი“) — ობაკეს კლასი, ქმნილებები იაპონურ ფოლკლორში (მრავალი ჩინური წარმოშობის) ბოროტი ონით დაწყებული ეშმაკი კიცუნეთი ან თოვლის ქალი იუკი-ონათი დამთავრებული. ზოგიერთ მათგანს ნაწილობრივ ცხოველის და ნაწილობრივ ადამიანის თვისებები აქვთ (მაგ. კაპა და ტენგუ). იოკაის ზოგადად სპირიტუალური ან ზებუნებრივი ძალა გააჩნიათ, შესაბამისად მათი ადამიანებთან შეხვედრა საშიშროებას წარმოადგენს. იოკაის ასევე სხვადასხვა მოტივები და მიზნები ამოძრავებთ ადამიანთა მიმართ, რომელთა უმრავლესობა ხშირად სრულიად ამოუცნობია.

ზოგიერთი იოკაი სრულიად არიდებს თავს ადამიანებს; ისინი ძირითადად განმარტოებულ ადგილებში სახლობენ ადამიანთა დასახლებებიდან შორს. სხვა იოკაი საცხოვრებლად ადამიანებთან სიახლოვეს ირჩევს მათდამი უჩვეულო მიზიდულობის გამო; შესაძლოა მათ ადამიანთა სახლების სითბო იზიდავს, ან ზეთი (ნავთი), რომელსაც ადამიანები მათი ცეცხლისთვის ინახავენ. იოკაის ტრადიციულად ცეცხლს უკავშირებენ, ასევე ჩრდილოაღმოსავლეთის მიმართულებას და ზაფხულს, როდესაც სულების სამყარო ადამიანთა მოდგმასთან უფრო ახლოვდება. იოკაისა და ობაკეს ხშირად გამოსახავენ ერთდროულად როგორც იუმორისტულ ისე საზარელ სამოსში.

მანგას ოსტატმა შიგერუ მიძუკის იოკაის მრავალი სახეობის პოპულარიზაცია მოახდინა 1960-იან წლებში (ცალთვალა იოკაი სუპერგმირი გე გეგე ნო კიტარო).

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ballaster, R. (2005). Fables Of The East, Oxford University Press.
  • Hearn, L. (2005). Kwaidan: Stories and Studies of Strange Things, Tuttle Publishing.
  • Phillip, N. (2000). Annotated Myths & Legends, Covent Garden Books.
  • Tyler, R. (2002). Japanese Tales (Pantheon Fairy Tale & Folklore Library), Random House, ISBN 978-0-3757-1451-1.
  • Yoda, H. and Alt, M. (2012). Yokai Attack!, Tuttle Publishing, ISBN 978-4-8053-1219-3.
  • Meyer, M. (2012). The Night Parade of One Hundred Demons, ISBN 978-0-9852-1840-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: