იოზეფ მარია ოლბრიხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოზეფ მარია ოლბრიხი
Joseph Maria Olbrich 1908.jpg
პირადი ინფორმაცია
მშობ. სახელი Joseph Maria Olbrich
დაიბადა 22 დეკემბერი, 1867 ოპავა, ავსტრია
გარდაიცვალა 8 აგვისტო, 1908 დიუსელდორფი, გერმანია
ნაშრომები
პრაქტიკა არქიტექტორი
მნიშვნელოვანი შენობები

იოზეფ მარია ოლბრიხი (დ. 22 დეკემბერი 1867, ოპავა, ჩეხეთი — გ. 8 აგვისტო 1908, დიუსელდორფი) — ავსტრიელი არქიტექტორი, ვენის სეცესიონის მხატვართა ჯგუფის დამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრინდელი პერიოდი[რედაქტირება]

ოლბრიხი დაიბადა ოპავაში, ავსტრიის სილეზიაში (ახლანდელი ჩეხეთი). იოზეფი იყო ედმუნდ და ალოიზა ოლბრიხების მესამე შვილი. მას ჰყავდა ორი და, რომლებიც იოზეფის დაბადებამდე გარდაიცვალნენ. ასევე ჰყავდა ორი უმცროსი ძმა ჯონი და ედმუნდი. მამამისი იყო საკონდიტრო ქარხნის პატრონი და ცვილის მწარმოებელი. აგრეთვე, მას ეკუთვნოდა აგურის საწარმო. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ოლბრიხების ოჯახის, კერძოდ კი, იოზეფ ოლბრიხის ინტერესს არქიტექტურისადმი.

შემოქმედება[რედაქტირება]

ოლბრიხი შეისწავლიდა არქიტექტურას ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში, სადაც მან მოიგო რამდენიმე პრიზი. 1893 წელს დაიწყო მუშაობა ოტო ვაგნერთან. ამ პერიოდში მან დეტალურად აითვისა ოტო ვაგნერის სტილი.

1897 წელს, გუსტავ კლიმტმა, ოლბრიხმა, ჯოზეფ ხოფმანმა და კოლომან მოზერმა დაარსეს ვენის სეცესიონის ხელოვანთა ჯგუფი. სწორედ ოლბრიხს მიეკუთვნება საგამოფენო შენობის და ცნობილი "სეცესიონის დარბაზის" დიზაინი, რაც თანდათანობით მოძრაობის ღირსშესანიშნაობად იქცა. 1899 წელს, ერნესტ ლუიზმა და ჰესეს გრანდ დუკმა დაარსეს დარმშტადტის ხელოვანთა კოლონია და დაიქირავეს ოლბრიხი და სხვა წამყვანი ხელოვანები, რომლებიც საგამოფენო შენობების დაგეგმვა-აგების სპეციალისტები იყვნენ.

1900 წელს იოზეფმა მიიღო ჰესეს მოქალაქეობა და პროფესორის წოდება გრანდ დუკისგან. 1903 წელს იოზეფმა იქორწინა კლეირ მორავზე.

შემდგომ წლებში, ოლბრიხმა მიიღო ყველაზე მრავალფეროვანი არქიტექტურული დაკვეთები და ხელოვნების სხვა განხრებითაც მოსინჯა თავი. მან დააპროექტა თიხის სახელოსნო, ავეჯის მაღაზია, წიგნების რამდენიმე მაღაზია თუ ბიბლიოთეკა და მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია. მისი წვლილი, შეტანილი სენტ-ლუისში, ლუიზიანის საგამოფენო დარბაზში, საყოველთაოდ იქნა აღიარებული და იგი დაინიშნა ასოცირებულ წევრად ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტში.

19 ივლისს 1918 წელს მისი ქალიშვილის - მარიანას დაბადებიდან მოკლე ხანში ოლბრიხი ლევკემიით გარდაიცვალა დიუსერდორფში, 8 აგვისტოს, 40 წლის ასაკში. იგი დარჩა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ და გავლენიან არქიტექტორად.

მის არქიტექტურულ ნამუშევრებს, განსაკუთრებით კი ვენის და დარმშტადტის სეცესიონის საგამოფენო შენობებს ჰქონდათ უზარმაზარი გავლენა არტ-ნუვოს სტილზე.

სადა და სტრუქტურულად ნათელია ოლბრიხის გრაფიკა და ავეჯის პროექტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]