იოდლი (სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოდლი (Jodeln) სხვადასხვა ხალხის კულტურაში არის უსიტყვო სიმღერის მანერა, რომელსაც ახასიათებს ხმოვანი რეგისტრების სწრაფი ცვლა. ტიროლში მიღებული ამ ჟანრის საკუთარი სახელწოდებაა იოდლი (იოდლერი, იოდლინგი), მაგრამ მას ასე მხოლოდ იმიტომ ეწოდება, რომ თავისი ჟღერადობით ახდენს სიმღერის სტილისტიკის იმიტაციას. ალპების მოსახლეობა სხვა სახელწოდებებს იყენებს, მაგალითად - Hodaro, Iohodraeho, Holadaittijo და სხვებს. ასეთი ვოკალური ტექნიკა არსებობს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

შვეიცარიულ ხალხურ მუსიკაში ამ სტილის გამოჩენის პირველი მაგალითები, ისევ და ისევ ალპების მოსახლეობაში შეიმჩნეოდა, უფრო - მწყემსებში, რომლებიც მთების მწვერვალებზე ყოფნისას ერთმანეთში იყენებდნენ ასეთ გადაძახილებს. მსგავსი სტილისტიკა შეიმჩნევა სპარსულ და აზერბაიჯანულ ხალხურ მუსიკაშიც. საქართველოში ამის ცნობილი მაგალითია კრიმანჭული. ცენტრალურ აფრიკაში ასევე ხშირად ჟღერს მსგავსი მრავალხმიანი სიმღერები. იოდლის ტექნიკა გვხვდება ამერიკულ ხალხურ მუსიკაშიც. რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით (ლენინგრადის, ნოვგოროდისა და პსკოვის ოლქი) მწყემსები მსგავს ტექნიკას ტყეში გადაადგილდებისას იყენებენ.

იოდლი უფრო ხშირად გვხვდება, როგორც სიმღერის მისამღერი.