იოანე სენექერიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე სენექერიმიჰერეთის მეფე დაახლოებით 960 — X საუკუნის ბოლოს, იშხანიკის ძე. მისი მმართველობის პერიოდში ჰერეთის სამეფო დიდად გააძლიერა და მას შეუერთა მარჯვენა ნაპირის ალბანეთის ნაწილი. მოვსეს კალანკატვაცი მას „ალბანეთის სამეფოს აღმდგენლად“ მოიხსენიებს. იოანე სენექერიმმა ჰერეთს შეუერთა კახეთის სამთავროს ტერიტორიის ნაწილიც. სწორედ კახურ მიწათა დაუფლების შემდეგ უნდა მიეღო მას „წანართა მეფის“ ტიტული. იოანე სენექერიმს კეთილი დამოკიდებულება ჰქონდა აზერბაიჯანის სალარიდთა დინასტიის წარმომადგენლებთან (დეილემის მთავართა საგვარეულო) და ტაოს მეფე დავით III დიდ კურაპალატთან. წყაროებში არაფერია ნათქვამი, თუ რამდენ ხანს იმეფა იოანემ და ჰყავდა თუ არა მას მემკვიდრე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970
  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 192.
  • მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - „საქართველოს მეფეები“, 2007 წ.